ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ლუგანსკის და დონეცკის ე.წ დამოუკიდებელი რესპუბლიკები აღიარა

ოკუპირებული ლუგანსკი და დონეცკი

ოკუპირებულმა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთი მზად არის დახმარება გაუწიოს რუსულ ჯარს. 

„აფხაზეთის მოქალაქეებს ესმით რამდენად მნიშვნელოვანია ეს. ჩვენ ვაღიარეთ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, გავმართეთ მრავალათასიანი მიტინგი, ორჯერ ჩავატარეთ ჰუმანიტარული აქცია გავუგზავნეთ ტვირთი ამ რესპუბლიკების მცხოვრებლებს. ამჟამად აფხაზეთში დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან  150-ზე მეტი ქალი და ბავშვი ისვენებს, ჩვენ მზად ვართ დახმარება გავუწიოთ თავდაცვის სამინისტროსა და სპეცსამსახურებს“, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა, ასლან  ბჟანიამ.