VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
პენტაგონის ინფორმაციით, რუსული საოკუპაციო ჯარი კიევზე შტურმისთვის არ ემზადება და თავდაცვით პოზიციებს იკავებს. ამის შესახებ BBC წერს.
პენტაგონის მაღალჩინოსნის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 1250 რაკეტა გაუშვა, რუსული თვითმფრინავები კი ყოველდღიურად 300-მდე ფრენას ახორციელებენ.
„ხარკოვზე რუსული ჯარის შეტევა წარუმატებელია, მიმდინარეობს ბრძოლები კიევის ოლქში, დასახლება მაკაროვის გაკონტროლებისთვის. რუსი სამხედროები ნიკოლაევიდან 15 კილომეტრში დგანან და ქალაქის ბლოკადაში მოქცევას ცდილობენ. გარდა ამისა, რუსულმა ჯარმა გაარღვია მოწინააღმდეგის პოზიციები ქალაქ იზიუმთან და დონბასის მიმართულებით გადაადგილდებიან“, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.