ნინო წილოსანი ოპოზიციის აქციაზე: ნებისმიერი მათი შესაძლო სათქმელი, ყველაფერი წყალში ჩაუვარდათ - მათ მხრეს ნამდვილად ბნელა, არც ხალხი ჩანს და ცოტა ხანში არც თავად გამოჩნდებიან

ნინო წილოსანი

ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“ ოპოზიციის აქცია შეაფასა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, ოპოზიციას ნებისმიერი სათქმელი წყალში ჩაუვარდა.

„თუ ამ აქციით იმის თქმა უნდოდათ, რომ ბევრნი არიან, თავადვე დაინახეს, რომ ბევრნი კი არა, იმაზე გაცილებით ნაკლებნი არიან, ვიდრე შეიძლება ოდნავ წარმოდგენა ჰქონოდათ. თუ იმის თქმა უნდოდათ, რომ მათ ქუჩაში შეუძლიათ გამოსვლა, ამით ვერავის შეაშინებენ, ქუჩაში გამოსვლა და დემონსტრაცია ნებადართულია იქამდე, ვიდრე ის საზოგადოებრივ წესრიგს ხელს არ შეუშლის, სანამ სახელმწიფო ინტერესებს არ შეეხება, თუ ამ აქციით იმის თქმა უნდოდათ, რომ ერთიანი არიან და ამ აქციას ერთიანად აკეთებენ, ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით და შესაბამისად, სარჩელშიც ასევე ერთიანად არიან მოხსენიებული, ამიტომ მნიშვნელოვანია, თავად რისი თქმა უნდოდათ ამ აქციით. ნებისმიერი მათი შესაძლო სათქმელი, ყველაფერი წყალში ჩაუვარდათ.

ძალიან ნიშანდობლივი ფრაზა იყო მათი მხრიდან, რომ ბნელა და ხალხს ვერ ვხედავო, კი, მათ მხრეს ნამდვილად ბნელა, არც ხალხი ჩანს და ცოტა ხანში არც თავად გამოჩნდებიან“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ოპოზიციის მიერ დაანონსებული მასშტაბური აქცია ამჯერადაც ვერ შედგა.

✕