ცნობილია 17 წლის გოგოს ვინაობა, რომელიც თანატოლებს სასტიკად უსწორდება
1763321894
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება დიდ რისკთან არის დაკავშირებული, ამიტომ ხელისუფლება აქტიურად იზრუნებს პოლიციელების კეთილდღეობაზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანმა.
უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა შსს-ს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო პაკეტს.
„ჩვენი პოლიტიკის ფარგლებში, კიდევ უფრო უკეთ ვიზრუნებთ პოლიციელების კეთილდღეობაზე. მათ შორის, ისინი არიან ადამიანები, ვინც შესაძლოა ყოველდღიურად უყურებდნენ სიკვდილს თვალებში და ისინიც და მათი ოჯახის წევრებიც უნდა იყვნენ მყარად დაცული. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება დიდ რისკთან არის დაკავშირებული, ამიტომ რა თქმა უნდა, როგორც მათ უშუალო მინისტრი ასევე მთლიანად ხელისუფლება აქტიურად იზრუნებს პოლიციელების კეთილდღეობაზე“, - აღნიშნა წილოსანმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, დღეს პარლამენტის ბიუროზე დაინიცირდება.