1766560850
ნინო წილოსანი: გამიჭირდება, ზურა ჯაფარიძეზე სერიოზული კომენტარი გავაკეთო, რადიკალური ოპოზიცია ერთიანია დამარცხებისა და ფიასკოს საქმეში
გამიჭირდება, ზურა ჯაფარიძეზე სერიოზული კომენტარი გავაკეთო, რადგან მან თავისი თავი დაგვამახსოვრა იმით, რომ შარვალჩახდილი მოგვევლინა ოკუპაციის ხაზთან და საპატიმროდან გამოსული პოლიტიკოსი იმით იყო დაკავებული, საკუთარი სექსუალური მოთხოვნილებები დაეკმაყოფილებინა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
წილოსანის თქმით, რადიკალური ოპოზიცია ერთიანია დამარცხებისა და ფიასკოს საქმეში.
„ამ ადამიანის შინაარსი მხოლოდ ეს არის, სხვა მხრივ, მის სტრატეგიას და განცხადებებს ვერ უპასუხებ. წარმოუდგენელია, ოპოზიციას შარვალჩახდილი ლიდერი ჰყავდეს, მაგრამ ამდენი ხანი ასეთი ჰყავდათ. ალბათ, ამას ისევ გააგრძელებენ. რადიკალური ოპოზიცია ერთიანია დამარცხებისა და ფიასკოს საქმეში“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.











