1785095778
ნინო წილოსანი: ფაქტია, ევროკავშირი ახალი წევრების მიღებას უსამართლო პირობებით გეგმავს, როგორც ჩანს, აპირებენ, ქვეყნები მონური პრინციპით მიიღონ
ფაქტია, ევროკავშირი ახალი წევრების მიღებას უსამართლო პირობებით გეგმავს, როგორც ჩანს, ევროკავშირში თანასწორი წევრების მიღებას არც გეგმავენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
ნინო წილოსანის თქმით, ეს ყველაფერი კარგად ხსნის, რატომ შეაჩერეს საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი.
„ფაქტია, რომ ევროკავშირი არც გეგმავდა და, ყოველ შემთხვევაში, ახლა ახალი წევრების მიღებას უსამართლო პირობებით გეგმავს. ალბათ, ეს ყველაფერი კარგად ხსნის, რატომ მოსდეს საქართველოს შარი და რატომ გაუჩერეს მოლაპარაკებების პროცესი. ეს ევრობიუროკრატების მხრიდან ერთით მეტი დამატებითი მოტივაციაა, რომ საქართველო ასეთ მოცემულობაში ჰყავდეთ. როგორც ჩანს, ევროკავშირში თანასწორი წევრების მიღებას არც გეგმავენ. როგორც ჩანს, აპირებენ, ქვეყნები მონური პრინციპით მიიღონ – იყოს მხოლოდ ვალდებულებები და არანაირი უფლებები. როცა ამაზეა საუბარი, ალბათ, ყველა კითხვას ნათელი პასუხი აქვს გაცემული“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.










