ნინო წილოსანი: ჩვენი ოპოზიცია კატეგორიულად არ ეთანხმება პრეზიდენტ ტრამპს, სიტყვიერადაც ვერ დავაცდენინეთ, რომ ლგბტ პროპაგანდა არასწორია

ნინო წილოსანი

ჩვენი ოპოზიცია კატეგორიულად არ ეთანხმება პრეზიდენტ ტრამპს, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი.

„ოჯახური ღირებულებების კანონზე ხმის მიცემაზე აღარაფერს ვამბობ, სიტყვიერადაც ვერ დავაცდენინეთ რომ ლგბტ პროპაგანდა არასწორია“, - დასძენს უმრავლესობის დეპუტატი.

საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა განაცხადა:

„დღეიდან, აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი სქესი“.