1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან დახურული ტიპის შეხვედრა ჰქონდა.
მისივე თქმით, აშშ-ისგან მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით მტკიცებულებების წარმოდგენას ითხოვს.
„ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, ჩვენ არავის არავისგან არ ვიცავთ, მათ შორის, არც აშშ-სგან. ჩვენ ვითხოვთ მტკიცებულებებს. იცით, ძალიან ხშირად არ ვსაუბრობ იმ კულუარულ ვითარებებზე, რაც ხდება სასამართლოს შიგნით. აქედან გამომდინარე, ცალსახად განგიმარტავთ, რომ ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება ბრალად დასდო მოსამართლეს, ეს არის კორუფციული დანაშაულის ჩადენა და ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება, იყოს სასამართლოს დისკრედიტაციის თვალსაზრისით, არის ის, რომ სასამართლო კორუმპირებულია. აქედან გამომდინარე, ხაზგასმით აღვნიშნავ, პირადად მქონდა შეხვედრები და თხოვნა, წარმოდგენილიყო არათუ პირდაპირი მტკიცებულებები, არამედ მინიშნება, რას ედავებიან და რაში სდებენ ბრალს ჩვენს სამ მოსამართლეს. პასუხი ამაზე არის ასეთი – ეს არის ღია, საჯარო ინფორმაციები. თუ თქვენ მიმითითებთ, რომელია ეს ღია, საჯარო ინფორმაციები, მაშინ დაგეთანხმებით, რომ ვინმესგან დასაცავი გვაქვს თავი. არავისგან არ გვაქვს თავი დასაცავი არ, არცერთ ეტაპზე და არცერთ მოცემულობაში. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ელჩთან. პარასკევს კელი დეგნანთან მქონდა დახურული ტიპის შეხვედრა“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.