ზოდიაქოს 5 ნიშანი მალე საინტერესო შეთავაზებას მიიღებს
1731602427
არასამთავრობო ორგანიზაციების და საელჩოების ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, რაც ჩვენმა მთავრობამ გააკეთა, 4 ტალღის რეფორმების შედეგი არის ის, რომ დღეს სასამართლო არის ერთ-ერთი სამაგალითო მთელს ევროკავშირში, ამას ადასტურებს რამდენიმე დღის წინ ჩატარებული კვლევები, მოქალაქეების ნდობა სასამართლოს მიმართ არის ძალიან გაზრდილი-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ, უზენაეს სასამართლოში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2012 წლამდე სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა იყო რეკორდული, 4000-5000 საქმე იგზავნებოდა, წელს სტრასბურგში გაგზავნილ იქნა მხოლოდ 150 საქმე და ამხელა განსხვავება ადასტურებს იმას, რომ ნდობა სასამართლოს მიმართ არის აბსოლუტურად გაზრდილი და მოქალაქეები პოულობენ სამართალს ქვეყანაში.
„მე ასევე მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, პარტნიორებს და ყველას, რომ ჩვენ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, აბსოლუტურად, როგორც იტყვიან, დღესავით ნათელი გახდა ის ახალი რეალობა, რომელიც შეიქმნა. როგორც დღე და ღამე განსხვავდება, ასეთი ჩავიბარეთ ჩვენ სასამართლო 2012 წელს. სასამართლო, რომელიც იყო, მე ბოდიში მინდა მოვიხადო ამ სიტყვის გამოყენებისთვის, მაგრამ რეალურად ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს იყო მართული ერთი ადამიანის მიერ, კერძოდ, ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის და იუსტიციის მინისტრის, ადეიშვილის მიერ, რომელიც ამავდროულად იყო მთავარი პროკურორი და ამავდროულად იყო სასამართლოსთვის ინსტრუქციის მიმცემი. სასამართლო იმ დროს იყო რეალური პროკურატურის დანაყოფი. ჩვენ ეს რეალობა დავასრულეთ, როცა მოძალადე რეჟიმს ქართველმა ხალხმა უთხრა უარი და ჩვენ სასამართლოს ვუთხარით, რომ იმ დღეს, როცა გახდა „ქართული ოცნება“ ქვეყნის მმართველი, სასამართლოც გახდა თავისუფალი და დამოუკიდებელი. მე ასევე მახსოვს ჩვენი საუბრები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, კოლეგებთან. მათი რეკომენდაცია იყო, რომ მოსამართლეების მიმართ ჩვენ აბსოლუტურად არავითარი ზომები არ უნდა მიგვეღო და ჩვენ რა თქმა უნდა, არც არაფერი გაგვიკეთებია, პირიქით, ჩვენ მოსვლის დღიდან მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ ჩვენს მოსამართლეებს, სასამართლოს. ასევე მინდა შეგახსენოთ ისიც, რომ ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საელჩოების, რომ მომხდარიყო მოსამართლეების დანიშვნა უვადოდ, რაც ასევე ჩვენმა მთავრობამ გააკეთა. 4 ტალღის რეფორმების შედეგი არის ის, რომ დღეს სასამართლო არის ერთ-ერთი სამაგალითო მთელს ევროკავშირში, მე ასე ვიტყოდი. ამას ადასტურებს იგივე, რამდენიმე დღის წინ ჩატარებული კვლევები. მოქალაქეების ნდობა სასამართლოს მიმართ არის ძალიან გაზრდილი. საერთო საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე უფრო მაღალია ნდობა ჩვენი სასამართლოს მიმართ, ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. კიდევ ერთ მთავარ ინდიკატორს მოვიშველიებდი იმის სადემონსტრაციოდ, რომ რეალურად ჩვენი მოქალაქეები სამართალს პოულობენ საქართველოში. ამის მაჩვენებელია ის სტატისტიკა, რომელიც მინდა ახლა მოვიყვანო მაგალითისთვის. 2012 წლამდე სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა იყო რეკორდული. 4000-5000 საქმე იგზავნებოდა სტრასბურგში. რატომ, მეგობრებო?! იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეები აქ ადგილზე სამართალს ვერ პოულობდნენ. ეს მარტივი ჭეშმარიტებაა. წელს სტრასბურგში გაგზავნილ იქნა მხოლოდ 150 საქმე. ამხელა განსხვავება, ამხელა პროგრესი. ეს ნიშნავს კიდევ ერთხელ და ადასტურებს იმას, რომ ნდობა სასამართლოს მიმართ არის აბსოლუტურად გაზრდილი და მოქალაქეები პოულობენ სამართალს ქვეყანაში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.