ნიკოლოზ სამხარაძე: ვისაუბრებთ იმ გზებზე, რომელიც მიგვიყვანს არა თუ სტრატეგიულ პარტნიორობის აღდგენამდე, არამედ პარტნიორობის შინაარსით დატვირთვაზე - ჩვენსა და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას შორის ძალიან დიდი ღირებულებითი თანხვედრაა

ნიკოლოზ სამხარაძე

ვაშინგტონში „სუვერენული ერების ალიანსის" მონაწილეები შეიკრიბებიან, რომელთა შორის იქნებიან ქართველი დეპუტატებიც.

საპარლამენტო დელეგაციის მიწვევის ავტორი რესპუბლიკელი კონგრესმენია. სამიტი, რომლის ორგანიზატორი კონსერვატორი აქტივისტის, მოკლული ჩარლი კირკის ორგანიზაცია, ხშირად მასპინძლობს მაღალჩინოსნებს, თავად აშშ-ის პრეზიდენტსაც. დაგეგმილი ვიზიტი აშშ-თან ურთიერთობის განახლების კონტექსტშიც მნიშვნელოვნად განიხილება.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ აშშ-იდან მიღებულ მიწვევაზე ისაუბრა.

„გვექნება საუბარი იმაზე, თუ რამ გამოიწვია დღევანდელი ვითარება. ვისაუბრებთ ასევე იმ გზებზე, რომელიც მიგვიყვანს არა თუ სტრატეგიულ პარტნიორობის აღდგენამდე, არამედ სტრატეგიული პარტნიორობის შინაარსით დატვირთვაზე. მით უმეტეს, რომ ჩვენსა და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას შორის ძალიან დიდი ღირებულებითი თანხვედრაა“, - განაცხადა სამხარაძემ.

სამიტი 2026 წლის 4-5 მარტს, ვაშინგტონში, კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას საპატიო თავმჯდომარეობით გაიმართება.