როგორი ზამთარია მოსალოდნელი საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი
1794254992
გლობალურ პოლიტიკაში ამ ეტაპზე ბევრი მძაფრი გამოწვევაა, მათ შორის ომი უკრაინასა და რთული ვითარება ახლო აღმოსავლეთში. ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მშვიდობის მომხრე ორი სახელმწიფოს, ჩინეთისა და საქართველოს პარტნიორული ურთიერთობა - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიფიალური ვიზიტის დროს.
საქართველოს დელეგაციამ მაღალი დონის შეხვედრა ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტში გამართა, სადაც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ქართული მხარე საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე მინისტრს, მა ჰუის შეხვდა.
მხარეებმა საუბრის დასაწყისში კიდევ ერთხელ დაუდასტურეს ერთმანეთს საქართველოსა და ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერა.
ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, არსებული გლობალური გამოწვევებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, ჩინეთისა და საქართველოს, როგორც მშვიდობის მომხრე სახელმწიფოების თანამშრომლობა.
"მადლობა მინდა გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩინეთის მმართველი პარტიის დიდ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მიმართ. ბოლო წლებში საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობა ახალ, სტრატეგიულ ეტაპზე გადავიდა, გავაღრმავეთ პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები, რაც საშულებას გვაძლევს კიდევ უფრო მჭიდრო და შინაარსიანი გახდეს ურთიერთობა ჩვენს ხალხებს შორის. გლობალურ პოლიტიკაში ამ ეტაპზე ბევრი მძაფრი გამოწვევაა, მათ შორის ომი უკრაინასა და რთული ვითარება ახლო აღმოსავლეთში. ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მშვიდობის მომხრე ორი სახელმწიფოს, ჩინეთისა და საქართველოს პარტნიორული ურთიერთობა" - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრმა მა ჰუიმ გაიხსენა ირაკლი კობახიძის 2024 წლის იანვრის ვიზიტი და აღნიშნა რომ ვიზიტმა განსაკუთრებული როლი შეასრულა ორ ქვეყანას შორის მეგობრული კავშირების გამყარებაში.