როგორი ზამთარია მოსალოდნელი საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი
1794254992
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიფიალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს დელეგაციამ ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტში მაღალი დონის შეხვედრა გამართა.
ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ქართული მხარე საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე მინისტრს, მა ჰუის შეხვდა.
მხარეებმა საუბრის დასაწყისში კიდევ ერთხელ დაუდასტურეს ერთმანეთს საქართველოსა და ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერა.
ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე-მინისტრმა მა ჰუიმ ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც აბრეშუმის გზის საკვანძო რგოლის მნიშვნელობას ევროპისა და აზიის დაკავშირებაში, გაიხსენა ირაკლი კობახიძის 2024 წლის იანვრის ვიზიტი და აღნიშნა რომ ვიზიტმა განსაკუთრებული როლი შეასრულა ორ ქვეყანას შორის მეგობრული კავშირების გამყარებაში.
"მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" დელეგაციას ბეიჯინგში. საქართველოსა და ჩინეთის მეგობრობა , ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ჩვენს პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული მტკიცე ურთიერთობები მეტად ღირებულია ჩვენი ხელისუფლებისათვის. საქართველო, როგორც აბრეშუმის გზის საკვანძო ნაწილი, უდიდეს როლს ასრულებს ცენტრალური აზიისა და ევროპის კონტინენტის დაკავშირებადობის საკითხში. სიამოვნებით გავიხსენებ ბატონი ირაკლი კობახიძის ვიზიტს 2024 წლის იანვარში, როდესაც ის "პარტიის" თავმჯდომარე იყო, თუმცა მალევე დაიკავა პრემიერის პოზიცია და განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნების მეგობრობის გაღრმავებაში. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ მტკიცე მხარდაჭერას. როგორც იცით, შემდეგ წელს საქართველოსა და ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობის დაწყებიდან 35 წელი სრულდება და მოდით, ეს თარიღი აღვნიშნოთ განსაკუთრებულად" - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის ვიცე მინისტრმა, მა ჰუიმ.