კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, "ნაცმოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია საზოგადოებას დიდი ხნის განმავლობაში საზოგადოებას ატყუებდა.
„ნიკა მელია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მთელ საზოგადოებას ატყუებდა და არაერთი ტელეეთერი არსებობს, რომელშიც ის აცხადებს, რომ სააკაშვილი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს, ის უნდა იყოს თავისი პარტიის გვერდით და ამ არჩევნებისთვის მისი ჩამოსვლა მნიშვნელოვანია. რეალურად, ნახეთ, რომ ის აბსოლუტურად საწინააღმდეგო პოზიციაზეა, გამომდინარე იქიდან, რომ მათ შორის არის დაპირისპირება, ბევრ პოზიციაში უთანხმოება“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ.