1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, დავით კეზერაშვილს პარტიაში არაფორმალური გავლენის შეტანის სურვილი აქვს.
მისი თქმით, ამაში მას შემდეგ დარწმუნდა, რაც კეზერაშვილმა გამოიჩინა ამბიცია საიმისოდ, რომ განესაზღვრა ვინ უნდა ყოფილიყო პარტიის ლიდერი და ვინ არა.
„მაშინ, როდესაც დავით კეზერაშვილის შემთხვევაში, რომ დავრწმუნდი, რომ მას აქვს პარტიაში არაფორმალური გავლენის შემოტანის სურვილი, მაშინ, როდესაც მან გამოიჩინა ამბიცია, რომ ვიღაცა უნდა ყოფილიყო პარტიის ლიდერი, ვიღაცა არ უნდა ყოფილიყო. ვიღაცა უნდა ყოფილიყო პარტიაში წამყვან პოლიტიკურ თანამდებობაზე, მე მასთან ურთიერთობა შევწყვიტე. თუ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ ნებისმიერ დონორ დახმარებას აღმოუჩენს, მე მივესალმები. ვგულისხმობ ადამიანს, რომელიც პროდასავლური ღირებულების არის. მაგრამ, როდესაც მე ჩავდექი მდგომარეობაში, კონკრეტული ადამიანი „ნაციონალური მოძრაობიდან“ , რომელსაც ძალიან მდიდარი ბიოგრაფია აქვს, არ უნდა ყოფილიყო პარტიის სახე, მხოლოდ იმიტომ რომ ერთ ადამიანს, რომელსაც მეგონა, რომ გულწრფელი ზრახვები ჰქონდა პარტიასთან მიმართებაში, ჩემთვის ეს იყო წითელი ხაზი. ამ ადამიანს ყველა ვიცნობთ. მას ექნება შესაძლებლობა თავად ისაუბროს“, - განაცხადა მელიამ.
კითხვაზე, იყო თუ არა ის ადამიანი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია, მელია პასუხობს, რომ "ეს ადამიანი იქნება კობა თუ ნებისმიერი სხვა, თავად ისაუბრებს“
„ეს ადამიანი იქნება კობა თუ ნებისმიერი სხვა, თავად ისაუბრებს. თუ „ქართული ოცნებისგან“ რამე განგვასხვავებს, ეს არის არაფორმალური მმართველობა. ბიძინა ივანიშვილს ფიზიკური აღნაგობის გამო კი არ დავუპირისპირდი, ის არაფორმალური მმართველობის სახელმწიფოებრივი ჭირია. სანამ საჯარო განცხადებას გავაკეთებდი, პირდაპირ კეზერაშვილს ვუთხარი, „საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ მე და შენ მომავალში ამ პარტიიდან გამომდინარე, არაფერი საერთო არ გვექნება“. სამწუხაროდ, მან გააკეთა ის, რაც ეწინააღმდეგება ამ პარტიის ფასეულობებს და ღირებულებებს“, - განაცხადა ნიკა მელიამ „TV პირველის“ ეთერში.