კეზერაშვილი

პოლიტიკა 1710309527

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა - "რადიო თავისუფლება“

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.„სარჩელიდან ირკვევა, რომ ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის ფედერალური სააგენტოს 2023 წლის პირველი მაისით დათარიღებული დადგენილება გახდა, რომელიც იმიგრაციისა და ეროვნულობის აქტის 212(a)(2)(I) მუხლს დაეყრდნო.იმიგრაციისა და ეროვნულობის აქტის 212 მუხლი, ქვემდებარე პუნქტებით იმ კრიმინალურ საფუძვლებს ადგენს, რომელიც აშშ-ში შეშვებაზე უარის თქმის მიზეზი შეიძლება გახდეს. კონკრეტულად ის მუხლი, რომელზე დაყრდნობითაც, დავით კეზერაშვილს აშშ-ს ვიზა არ მისცეს, ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს.ამ მუხლით ვიზაზე უარის თქმის საფუძველი შესაძლოა გახდეს არა მხოლოდ მტკიცებულება, არამედ საკონსულოსა და პროკურატურაში ეჭვიც კი, რომ ამ პირს შესაძლოა კავშირი ჰქონდეს ფულის გათეთრებასთან ან მათთან, რომლებიც მსგავს საქმეში არიან ჩართული.ამავეს განმარტავს რადიო „თავისუფლებასთან“ საიას ყოფილი თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი, რომელიც დავით კეზერაშვილის სარჩელს გაეცნო:"მუხლი, რომლის საფუძველზეც უარია ნათქვამი, ამბობს, რომ თუ საკონსულოს თანამშრომელმა და გენერალურმა პროკურორმა იცის ან აქვთ ინფორმაცია, რომ პირი არის ჩართული კონკრეტულ დანაშაულში, თანამონაწილეა ასეთი დანაშაულის, მას შეიძლება უარი ეთქვას ვიზის მიღებაზე“ - ამბობს სიმონიშვილი.„რადიო თავისუფლებაში“ აღნიშნავენ, რომ კეზერაშვილის სარჩელი ვებგვერდზე Courtlistener.com გამოქვეყნდა, რომელიც აშშ-ს სასამართლოებში შესულ სარჩელებს აგროვებს და ასაჯაროებს.„სარჩელიდან ირკვევა, რომ დავით კეზერაშვილმა აშშ-ს ვიზის მისაღებად განაცხადი კვიპროსში აშშ-ს საელჩოში 2023 წლის 4 აპრილს შეიტანა. უარი კი 2023 წლის 18 ივლისს მიიღო.ამის შემდეგ, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ინფორმაციის თავისუფლების აქტის საფუძველზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მოსთხოვა იმ ინფორმაციის გასაჯაროება, რომელიც 212-ე მუხლზე დაყრდნობით ვიზაზე უარი თქმის საფუძველი გახდა.დეპარტამენტმა მოთხოვნა წარმოებაში მიიღო, თუმცა კეზერაშვილს პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. მან სასამართლოში იჩივლა. სარჩელი კოლუმბიის სასამართლოში 2024 წლის 20 თებერვალს დარეგისტრირდა."ამ სარჩელიდან არ ჩანს, დავობენ თუ არა ვიზის არგაცემაზე, ეს დოკუმენტი ეხება ინფორმაციის მიუღებლობის საკითხს. სარჩელში ნათქვამია, რომ მასთან დაკავშირებით ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტმა არასწორად დააკავა, არ გადასცა მხარეს, დროული პასუხი არ გასცა და ამით ადეკვატური ინფორმაციის მიღების უფლება დაერღვათ", - განმარტავს ნიკა სიმონიშვილი.დეტალებისა და მისი პოზიციის გასარკვევად რადიო „თავისუფლებამ“ სცადა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან დაკავშირება: კითხვები გაუგზავნა ელექტრონული ფოსტით; დაუკავშირდა ადვოკატს, რომელმაც მისი სარჩელი მოამზადა და ესაუბრა შუამავლებსაც. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა დაუყოვნებლივ განახლდება.აშშ-ს ვიზაზე უარის თქმის მომენტისთვის (2023 წლის ივლისი) უკვე ცნობილია ე.წ. ქოლცენტრებზე ბიბისის გამოძიების შესახებ, რომელიც 2023 წლის აპრილში გამოქვეყნდა. ამ გამოძიების ავტორი გამომძიებელი ჟურნალისტები ჰყვებოდნენ, რომ კვალი იმ საერთაშორისო თაღლითური ჯგუფებისა, რომლებიც ევროპელი პენსიონერების დანაზოგებს ითვისებდნენ, “ბატონ ოფშორთან”, საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან მიდიოდა."BBC-ის სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებები უკიდურესად მცდარია. მე არაფერი მაქვს საერთო Milton Group-თან ან ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებულ რომელიმე თაღლითობასთან", - დაწერა კეზერაშვილმა ტელეკომპანიაში გაგზავნილ საჩივარში, სადაც ის ფაქტების უარყოფას მოითხოვდა“, - აღნიშნულია სტატიაში.

დავით ნებიერიძე

პოლიტიკა 1709753844

VIDEO: „ქართველი ხალხი კეზერაშვილს უყენებს ზუსტად იმ პრეტენზიებს, რომ თურმე ისე გაძარცვა ქართული ჯარი, დღეს მილიარდელია...“ - დავით ნებიერიძე

„დღეს, ქართველი ხალხი კეზერაშვილს უყენებს ზუსტად იმ პრეტენზიებს, რომ თურმეო კეზერაშვილმა ისე გაძარცვა ქართული ჯარი, რომ დღეს მილიარდელია...“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, დავით ნებიერიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

გია აბაშიძე

პოლიტიკა 1706866972

სადაც ბოროტმოქმედმა სააკაშვილმა და კეზერაშვილმა "შეირგეს" მიტაცებული თანხები, ამ სამარცხვინო "ენჯეოშნიკებსაც" არ აქვთ პრობლემა ზნეობასთან - გია აბაშიძე ISFED-ის და IDFI-ის განცხადებაზე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) დირექტორის მოადგილის, ლევან ნატროშვილის და "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) თანადამფუძნებლის, გიორგი კლდიაშვილის მიერ პარლამენტში ევროკომისიის რეკომენდაციების საკითხზე სამუშაო პროცესის წარმართვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.როგორც ანალიტიკოსი წერს, უსამშობლო არსებები აგრძელებენ საქართველოს მტრობას.„ბინძური გრანტები ჩარიცხულია, უსამშობლო არსებები აგრძელებენ საქართველოს მტრობას. შემდეგი ეტაპია საარჩევნო პროცესის მაქსიმალური დისკრედიტაცია. სადაც ბოროტმოქმედმა სააკაშვილმა და კეზერაშვილმა "შეირგეს" მიტაცებული თანხები, ამ თითით საჩვენებელ, სამარცხვინო "ენჯეოშნიკებსაც" არ აქვთ პრობლემა ზნეობასთან“-წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

გია აბაშიძე

პოლიტიკა 1705133358

დავით კეზერაშვილის ჯიბეში მყოფი ნებისმიერი პერსონაჟი იაფფასიანი შაპიტოს მსახიობია, რომლებსაც ეს კრიმინალი უშედეგოდ იყენებს ბიძინა ივანიშვილთან საბრძოლველად - გია აბაშიძე

არაა გასაკვირი. ავთენტიკური ოლიგარქის, დავით კეზერაშვილის ჯიბეში მყოფი ნებისმიერი პერსონაჟი იაფფასიანი შაპიტოს მსახიობია, რომლებსაც ეს კრიმინალი უშედეგოდ იყენებს ბიძინა ივანიშვილთან საბრძოლველად, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე იუმორისტი მიშა ანდღულაძის ინტერვიუს, სადაც ამბობს, რომ „ფორმულაზე“ გასართობი გადაცემები იმის გამო დაიხურა, რომ მათ ვერ შეძლეს „სოლოლაკის აღება“.აბაშიძის თქმით, კეზერაშვილს მხოლოდ წაგლეჯილი ფინანსური რესურსები გააჩნია და არანაირი ინტელექტი, მორალი და ზნეობა. „მასშტაბური მძარცველის სამსახურში ყოფნამ ბუნებრივი შედეგი გამოიღო - როგორც კი დაინახა ავაზაკმა კეზერაშვილმა, რომ კომედიანტები მონებად ვერ აქცია, გაყარა სამსახურიდან. არაა გასაკვირი. ავთენტიკური ოლიგარქის, დავით კეზერაშვილის ჯიბეში მყოფი ნებისმიერი პერსონაჟი იაფფასიანი შაპიტოს მსახიობია, რომლებსაც ეს კრიმინალი უშედეგოდ იყენებს ბიძინა ივანიშვილთან საბრძოლველად. და რა შედეგი უნდა დადოს, როცა კეზერაშვილს მხოლოდ წაგლეჯილი ფინანსური რესურსები გააჩნია და არანაირი ინტელექტი, მორალი და ზნეობა მას და მის მარიონეტებს?..“- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

მიშა ანდღულაძე

საზოგადოება 1705132749

მიშა ანდღულაძე „ფორმულაზე“ გასართობი გადაცემების დახურვის შესახებ: ოლიგარქმა [კეზერაშვილმა] არ შეიძლება უფულობა დაასახელოს მიზეზად - მიზეზი იყო, სოლოლაკი რომ ვერ „ავიღეთ“

ჩვენ როდესაც გადავედით „ფორმულაზე“, გავიდა ერთი-ორი წელი და ერთ დღესაც გვეუბნებიან, რომ ყველა გადაცემა, რომელსაც ვაკეთებდით და დაახლოებით ხუთ გადაცემას ვაკეთებდით, ყველა ერთად, უცებ დაიხურა, - ამის შესახებ იუმორისტმა მიშა ანდღულაძემ გიორგი ვარდოსანიძის პოდკასტში ისაუბრა.ანდღულაძის განცხადებით, „ფორმულაზე“ გასართობი გადაცემების დახურვა ფულს არ უკავშირდებოდა, ვინაიდან, შეუძლებელია, ოლიგარქმა მიზეზად თანხების არარსებობა მოიყვანოს. მისივე თქმით, გადაცემები იმის გამო დაიხურა, რომ მათ ვერ შეძლეს „სოლოლაკის აღება“.„ოლიგარქმა არ შეიძლება უფულობა დაასახელოს მიზეზად. მიზეზი იმდენად აბსურდული იყო, მირჩევნია არ ვთქვა. ვერ დავიჯერეთ, რომ ამდენ გადაცემას აკეთებ და ასეთი მიზეზით უცებ გიხურავენ, გაჭრიან. ისიც არ იყო, რომ რეიტინგი არ აქვს, მიზეზი იყო, კონკრეტულად, სოლოლაკი რომ ვერ „ავიღეთ“. მე არც ვიცოდი, რომ თურმე, სხვა მისია მქონდა. მე როგორც კომედიანტი, ისე მივედი და თურმე, აბსოლუტურად სხვა მისია მქონია, უდიდესი. ლამის მთელი დასავლეთი იყო ჩართული ამ ამბავში და ვერ აღმოვჩნდით ჩვენ ის ხალხი, სუსტები აღმოვჩნდით“, - განაცხადა მიშა ანდღულაძემ. 

ირაკლი კობახიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა

პოლიტიკა 1702378915

„ნაცმოძრაობის“ მეორე ფლანგს – მელია, ზურაბიშვილი, ლომჯარია, გახარია, ხაზარაძე, გაუჭირდებათ ბარიერის გადალახვა - ირაკლი კობახიძე

„რეალურად, კეზერაშვილი ხარჯავს მთლიანად ფულს „ნაციონალურ მოძრობაში“. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ის წარმართავს პროცესებს. მთავარი ის არის, კეზერაშვილს ვინ მართავს. ეს ცალკე საკითხია. ამიტომ, როცა ვამბობ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი კოორდინირებულია, ერთი მხრივ, ეს არის კრიზისის გამოხატულება, მაგრამ თან არის კოორდინირებული „ნაცმოძრაობის“ დაშლის პროცესი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, კეზერაშვილმა რომ თავის დროზე ხაბეიშვილი დანიშნა „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ, ესეც მიუთითებს იმ კოორდინაციაზე, რომელიც ამ პროცესის გარშემო შეინიშნება. „ვიღაცების ინტერესებშია,  დაბლა დაიწიოს „ნაცმოძრაობის“ პროცენტმა, რათა მესამე პარტიამ მოახერხოს ბარიერის გადალახვა. რაღაცნაირად უნდა დააბალანსონ პროცენტები ერთმანეთში. ისინი ფიქრობენ, რომ „ნაცმოძრაობა“ 20 პროცენტს თუ აიღებს, ამ შემთხვევაში, „ნაცმოძრაობის“ მეორე ფლანგს – მელია, ზურაბიშვილი, ლომჯარია, გახარია, ხაზარაძე, გაუჭირდებათ ბარიერის გადალახვა. იმისთვის, რომ მათაც გადალახონ ბარიერი, ისინი ფიქრობენ, რომ „ნაცმოძრაობამ“ ცოტა ნაკლები უნდა მიიღოს. ეს არის მარტივი გეგმა, თუმცა საზოგადოება ამ გეგმას გაშიფრავს“, – განაცხადა კობახიძემ.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არაერთხელ იყო  ეგრეთ წოდებული მესამე ძალის შექმნის მცდელობა, თუმცა ეს პროექტი ყოველ ჯერზე ჩავარდა.„გახსოვთ, სხვადასხვა დროს იყო მცდელობა, „ნაცმოძრაობის“ გვერდით შეექმნათ ეგრეთ წოდებული მესამე ძალა. ჯერ ეს იყო „ევროპული საქართველო“, 2016 წელს, მთელი გეგმა იყო მომზადებული ამის გარშემო, თუმცა ჩავარდა. „ევროპული საქართველო“ ერთ პროცენტსაც  ვეღარ აიღებს საპარლამენტო არჩევნებზე. 2020 წლის გეგმა იყო „ლელო“, თუმცა, გახსოვთ რომ „ლელომ“ სამი პროცენტი აიღო საბოლოო ჯამში და მესამე იყო გახარია, რომლის მთავარი დავალება იყო,  რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მიეღო 43 პროცენტი თვითმმართველობის არჩევნებში, თუმცა ეს გეგმაც ჩავარდა. ანუ, ყოველ ჯერზე იყო მცდელობა, რომ რეალურად, ნაცური, თუმცა ვითომ მესამე ძალა შექმნილიყო. „ევროპული საქართველოც“ ჩავარდა, „ლელოც“ და გახარიაც. სამივე პროექტი ჩავარდა. ასევე ჩავარდება მეოთხე პროექტიც.  ზოგადად, ისეთი დომხალია, წარმოიდგინეთ, ერთად, ერთ პარტიაში შეყრილი ხაზარაძე, გახარია, ზურაბიშვილი, მელია, შეიძლება, გვარამია დაემატოს, ლომჯარია. ასეთ აჯაფსანდალს როგორ შეიძლება, ხუთმა პროცენტმა დაუჭიროს მხარი საქართველოში. ქართული საზოგადოება ბევრად მომწიფებულია, ვიდრე ვიღაცებს ჰგონიათ. ვიღაცები ვერ აცნობიერებენ, რომ საქართველოში საზოგადოება არის მომწიფებული და ასეთ ფიქტიურ „ნაცურ“ გაერთიანებებს აღარ იყიდის“  - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

giorgi cagareishvili

პოლიტიკა 1701521654

გიორგი ცაგარეიშვილი „ნაცმოძრაობის“ წევრების კეზერაშვილთან ვიზიტზე: ჩაიბარებს ანგარიშს, დარწმუნებული ვარ, არ იქნება გახარებული იმ მდგომარეობით, რასაც ეს ბატონები თავიანთ პატრონს ლონდონში ჩაუტანენ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების, გიორგი ვაშაძის, პეტრე ცისკარიშვილის და გიორგი ჩალაძის დავით კეზერაშვილთან, ლონდონში ვიზიტი შეაფასა. მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მოახლოებული არჩევნების წინ „თავზარდამცემი სისწრაფით“ განაგრძობს დაშლას, რის გამოც, სავარაუდოდ, მთავარმა სპონსორმა, კეზერაშვილმა, პარტიის ლიდერები დაიბარა.„ნაციონალური მოძრაობა“ რა მდგომარეობაშიც არის, ამას მგონი, ყველა ვხედავთ, ეს არ იმალება, სააშკარაოზეა გამოტანილი. თავზარდამცემი სისწრაფით იშლება პარტია და ეს ყველაფერი ხდება მოახლოებული არჩევნების წინ, რაც ერთი ასად ამძიმებს „ნაციონალური მოძრაობის“, მისი პოლიტიკური ლიდერების მდგომარეობას. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ დაიბარა თავისთან ეს ადამიანები მათმა მთავარმა სპონსორმა. რა თქმა უნდა, ჩაიბარებს მათგან ანგარიშს, დარწმუნებული ვარ, არ იქნება გახარებული მდგომარეობით, რასაც ეს ბატონები თავიანთ პატრონს ჩაუტანენ ლონდონში. კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდება მოვლენები ამ ე.წ. პარტიაში, რაც ვფიქრობ, ლოგიკური დასასრულია იმისი, რასაც ეს ადამიანები ორი ათწლეულის მანძილზე აკეთებდნენ თავიანთ ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ. ზოგადად, ნათქვამია რასაც დასთეს იმას მოიმკიო, თესავდნენ ბოროტებას და საბოლოო ჯამში, მიიღეს ბოროტება.ნამდვილად არ დამწყდება გული, თუ ეს ავაზაკთა გაერთიანება, რომელსაც თავის დროზე ვიღაცამ პარტია დაარქვა, ამ ფორმით, ტანჯვით დაიშლება. დარწმუნებული ვარ, რაც უფრო მალე დაიშლება ნაციონალური მოძრაობა, მით უფრო მალე გათავისუფლდება დანარჩენი ოპოზიციური სპექტრი იმ მარწუხებისგან, რომელიც სააკაშვილმა თავის ავაზაკებთან ერთად დაადო სრულიად ქართულ ოპოზიციას,“ - განაცხადა ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.         

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1700579219

ირაკლი კობახიძე „მთავარ არხს“ - მიხედეთ კეზერაშვილს, რომელმაც თვითონ აღიარა, რომ ოლიგარქია - აფინანსებს მედიას, ენჯეოებს, პარტიებს, სწორედ ეს არის ოლიგარქიული დამოკიდებულება

 კეზერაშვილმა პირდაპირ მოგვცა აღიარებითი ჩვენება, ხაზარაძე, ჭუტა და ა.შ. - ქართულ პოლიტიკაში ეს ოლიგარქები არიან დღეს ჩართული - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, „მთავარი არხის“ კითხვას იმის შესახებ, რომ ოპოზიციას არ მოსწონს დეოლიგარქიზაციის გეგმა და ისინი კონკრეტულ კანონს ითხოვენ, რომელიც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეეხება.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გამოდის, რომ ოპოზიცია პირდაპირ უპირისპირდება ვენეციის კომისიას, ევროკომისიას, რომელმაც გვითხრა, რომ არ უნდა მიგვეღო კანონი პერსონალიზებული მიდგომის შესაბამისად. „თუ ეს უნდა ოპოზიციას, დაელაპარაკოს ვენეციის კომისიას და ევროკომისიას. რაც შეეხება ოლიგარქებს ქართულ პოლიტიკაში, ჩვენ ვიცით, კონკრეტული ოლიგარქები ღიად არიან ჩართული ქართულ პოლიტიკაში. ისინი ამას არც მალავენ, კეზერაშვილმა პირდაპირ მოგვცა აღიარებითი ჩვენება, ხაზარაძე, ჭუტა და ა.შ. ქართულ პოლიტიკაში ეს ოლიგარქები არიან დღეს ჩართული. თუ საუბარია მდიდარ ადამიანებზე, ასეთი მდიდარი ადამიანი ბევრია ქვეყანაში, მაგრამ თუ საუბარია მდიდარ ადამიანებზე, რომლებიც საკუთარ ფულს იყენებენ პოლიტიკაზე, მედიაზე გავლენის მოსაპოვებლად, ასეთი თვითგამოცხადებული ადამიანები გვყავს კეზერაშვილი, ხაზარაძე და სხვები. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის გავლენას ხელისუფლებაზე, განსხვავებით კეზერაშვილის გავლენისგან ოპოზიციაზე, აქ არავითარი არც ფაქტი არსებობს, არც მტკიცებულება. მიხედეთ კეზერაშვილს, რომელმაც თვითონ აღიარა, რომ არის ოლიგარქი, აფინანსებს მედიას, ენჯეოებს, პარტიებს, ეს არის სწორედ ოლიგარქიული დამოკიდებულება. ჩვენ გამზადებული გვქონდა კონკრეტული კანონი სწორედ პერსონალიზებული მიდგომის მიხედვით, თუმცა, ჯერ ვენეციის კომისიამ და შემდეგ ევროკომისიამ თქვა, რომ მათ არ მოსწონთ პერსონალიზებული მიდგომა და პირდაპირ მოითხოვეს ამ კანონის არმიღება. ახლა რა უნდა ოპოზიციას ნამდვილად არ ვიცი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

iveri

საზოგადოება 1699824485

„მეუღლემ ამიკრძალა, ნუღარ წერ მწარე მწარე რაღაცებსო.. რამდენჯერმე მასაც პრობლემები შეექმნა ჩემი პირდაპირობის გამო“ - თამარ ივერი

გადაცემაში „ნოესთან“  სტუმრად საოპერო მომღერალი თამარ ივერი იმყოფებოდა. მომღერლის თქმით, მისი მწარე სიმართლის გამო მასაც და მის მეუღლესაც პრობლემები შექმნათ.„მეუღლემ ამიკრძალა, ნუღარ წერ მწარე მწარე რაღაცებსო, რადგან ეს ყველას არ სიამოვნებს. მითხრა, ხომ ხედავ, რომ პრობლემები გექმნებაო. რამდენჯერაც დავაპირებ რამის დაწერას, ვფიქრობ. გამოთქმა არსებობს ძალიან კარგი, სხვათა შორის მაფიოზების, 10 წუთი მოთმინება, 10 წელი კომფორტს ნიშნავსო. ამიტომ როცა რამეს დაწერას დავაპირებ ვჩერდები და მერე ძაღლის ან კატის ვიდეოს ვაზიარებ ხოლმე და ამაზე გადამაქვს ხოლმე“. – ამბობს ივერი.წამყვანის, კითხვაზე, სრული პატრიარქატი გაქვთ სახლში, თამარ ივერი პასუხობს:„არა სრული პატრიარქატი არ გვაქვს, არც მატრიარქატი, მაგრამ მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. რამდენჯერმე მასაც პრობლემები შეექმნა ჩემი პირდაპირობის გამო. მეუბნება ხოლმე, რატომ ირთულებ ცხოვრებასო. მართლაც რაც უფრო ცნობილია ადამიანი, მით უფრო დიპლომატიური უნდა იყოს და ჯობია, რაღაც კარგი დაწერო, ვიდრე ვიღაცები სარკეში ახედო “. – განმარტავს თამარ ივერი.ასევე დაგაინტერესებთ:ამ სამყაროში არ დამცალდა შენზე მოფერება ჩემო იმიერო სიყვარულო... - ფეხმძიმე მეუღლის ემოციური პოსტივინ არის საგარეჯოში, ქორწილში მოკლული 29 წლის ბიჭი - ახალგაზრდა ერთი ოჯახის 6-მა წევრმა სასიკვდილოდ სცემარა მისწერა დავით კეზერაშვილმა მიხეილ სააკაშვილს ციხეში? - წერილის შინაარსი და ექსკლუზიური დეტალები

მიშა კეზერა

პოლიტიკა 1699817231

რა მისწერა დავით კეზერაშვილმა მიხეილ სააკაშვილს ციხეში? - წერილის შინაარსი და ექსკლუზიური დეტალები

დავით კეზერაშვილის წერილი მიხეილ სააკაშვილს - საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ყოფილ პრეზიდენტს ციხეში მიწერა. როგორ უნდა გააგრძელოს მუშობა "ნაციონალურმა მოძრობამ", ვინ უნდა დარჩეს თამაშგარე და ვის ადგილს ვეღარ ხედავს პარტიაში - წერილის შინაარსი და ექსკლუზიური დეტალები "კურიერი პი ესმა" გაარკვია.ვინ როგორ ხედავს "ნაციონალების" მომავალს, რას წერს კეზერაშვილი სააკაშვილს და ვისი დავალებით წაიშალა მელიას ქება ექსპრეზიდენტის ფეისბუქ გვერდიდან."ეს პროცესი დასასრულებელია და წერტილია დასასმელი. თუ არადა, პროექტს ვხურავ" - დავით კეზერაშვილმა "ნაციონალურ მოძრაობაში" დასასრულის დასაწყისი დაიწყო."კურიერი პიესის" ინფორმაციით, პარტიის არაფორმალურ მმართველად წოდებულმა კეზერაშვილმა, პარტიის დამფუძნებელს ციხეში წერილი მიწერა. ავტორი ადრესატს ავალებს: საბოლოოდ გაირკვეს, ვინ არის "ნაციონალურ მოძრაობაში" ამრევი, ვის არ უნდა ერთობა და ვინ უნდა წავიდეს პარტიიდან."კურიერი პიესის" ინფორმაციით, კვიპროსსა და "ვივამედს" შორის შუამავლის როლი პეტრე ცისკარიშვილს ერგო.სანამ გაირკვევა, ცდილობს თუ არა კეზერაშვილი მელიას ჩამოშორებას მიხეილ სააკაშვილის ხელით, ფაქტია, რომ ყოფილი პრეზიდენტი ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა. ჯერ იყო სასამართლო სხდომა, როცა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ პარტიის მოქმედ ზოგიერთ წევრს კარისკენ მიუთითა.სასამართლო სხდომაზე ნათქვამმა ლევან ხაბეიშვილის ტონიც მალევე შეცვალა. მკაცრად და პირველად, წინამორბედს ღიად დაემუქრა.ხაბეიშვილი დაიმუქრა, მიხეილ სააკაშვილმა კი სიტყვები უკან წაიღო და მეტიც, ნიკა მელიამ მისგან ქებაც კი დაიმსახურა. ესეც მალე წაიშალა. 4-დღიანი წერა-წაშლის რეჟიმი კი ახალი ინიციატივით დაგვირგვინდა. "ვივამედის" პალატიდან, ყოფილმა პრეზიდენტმა პარტიას მანიფესტის შექმნა დაავალა. შეარჩია სიმბოლური თარიღიც - 23 ნოემბერს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ახალ გეგმაზე თანხმობა, ხელმოწერის დადასტურებით მოუწევთ.სანამ საკუთარ პოლიტიკურ გზას აირჩევს, დარჩენას არჩევს. რატომ გახდა პარტიისთვის მანიფესტის შექმნის აუცილებლობა, ხომ არ ნიშნავს ეს ნიკა მელიასთან გაყრის ოფიციალურ გაფორმებას? ლევან ხაბეიშვილს ყოფილზე საუბარი არ სურს, თუმცა დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებებისა და ანონსების მთავარი ადრესატი ნიკა მელია. სანამ, გაირკვევა ექნება თუ არა მანიფესტს ნიკა მელიას ხელმოწერა, პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ახალ დოკუმენტს "ნდობის საბჭოს შექმნის" იდეით პასუხობს. ნიკა მელიას ერთობისა და ნდობის აღდგენა მხოლოდ ამ გზით წარმოუდგენია.თუკი კეზერაშვილი და სააკაშვილი პარტიის ახალ კონფიგურაციზე ვერ შეთანხმდებიან, თავდაცვის ყოფილი მინისტრი "ნაციონალურ მოძრაობას", სავარაუდოდ, ფინანსებს შეუწყვეტს. "კურიერი პიესის" მოპოვებული წერილის შინაარსის მიხედვით, ბერკეტები კვლავ კობა ნაყოფიას ხელში გადავა. "ნაყოფიამ მიგიხედოს პარტიას" - წერილი ამ სიტყვებით და მოცემულობით სრულდება.ნაყოფია-კეზერაშვილს რომ კარგი ურთიერთობები არ აქვთ, ამას სატელევიზიო არქივიც მოწმობს. სწორედ ნაყოფია იყო ის მთავარი ფიგურაც, რომელსაც მელია-ხაბეიშვილი უნდა შეერიგებინა.დავალება გაცემულია, ხელმოწერის ბოლო დღე 23 ნოემბერია. შეიძენს თუ არა ეს თარიღი პარტიისთვის, 20 წლის შემდეგ, ახალ დატვირთვას - ეს 11 დღეში გაირკვევა.ასევე დაგაინტერესებთ:დაასახელეს ზოდიაქოს ნიშნით ყველაზე ამაყი ქალები„ლამაზი ხედებისა და კრუასანებისთვის...“ - ნუცა ბუზალაძე პარიზიდან ფოტოებს აქვეყნებსვისთვის იქნება 13 ნოემბრის ახალი მთვარე განსაკუთრებით იღბლიანი და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატება მოიზიდოთ

“ტაბულას„ რედაქტორი

პოლიტიკა 1698170721

თამარ ჩერგოლეიშვილი - ევროკავშირის მიერ შექმნილი კრიზისით სარგებლობა ვერ ხერხდება

 „თუ ბიძინა კანდიდატის სტატუსით დაჯილდოვდება, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოლიგარქად თვითდაწინაურებული საფულის - დავით კეზერაშვილის ბრალი” - ამის შესახებ “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილმა და დავით კეზერაშვილმა ისე აატალახეს ოპოზიცია და ისე დაცალეს ტვინისგან, რომ ევროკავშირის მიერ შექმნილი კრიზისით სარგებლობა და დემოკრატიული გარდაქმნა ვერ ხერხდება.მისივე განცხადებით, თუ ასე მოხდა, გაჯეჯილებული ქოცების დამარცხება მოგვიწევს. “ევროკავშირის, ამერიკის და მთლიანად დასავლეთის გინებაში თუ ბიძინა კანდიდატის სტატუსით დაჯილდოვდება, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის და მისი ოლიგარქად თვითდაწინაურებული საფულის - დავით კეზერაშვილის ბრალი. მათ ისე აატალახეს ოპოზიცია და ისე დაცალეს ტვინისგან, რომ ევროკავშირის მიერ შექმნილი კრიზისით სარგებლობა და დემოკრატიული გარდაქმნა ვერ ხერხდება. შლეგი ბელადის და ალიექსპრესის ოლიგარქის მოზელილ დიმპიტაურში სატრანზიტო დერეფანიც დაკარგონ, არ უნდათ. აი ეს იქნება დასავლეთის გინებისთვის სტატუსით დაჯილდოების რეალური ახსნა - რამდენი ფორმალური ახსნაც არ უნდა მოვისმინოთ. თუ ასე მოხდა, გაჯეჯილებული ქოცების დამარცხება მოგვიწევს“. - წერს ჩერგოლეიშვილი.

"ნაციონალური მოძრაობა"

პოლიტიკა 1697986320

„ნაციონალური მოძრაობის“ საიდუმლო გეგმები - „კურიერი P.S“ -მა კვიპროსის შეხვედრების დეტალები გაარკვია

ქართული პოლიტიკა და დავით კეზერაშვილის ახალი სტრატეგია - "ნაციონალური მოძრაობის" არაფორმალური მმართველი, პარტიაში სამოქმედო ტაქტიკას ცვლის. "კურიერი P.S" -მა კვიპროსის შეხვედრების საიდუმლო დეტალები გაარკვია. ლევან ხაბეიშვილით უკმაყოფილო კეზერაშვილი, "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალ ბორდს ქმნის, რომელსაც ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიამ უნდა უხელმძღვანელოს. სწორედ გვარამია იქნება მთავარი ფიგურა პარტიაში, რომელიც 2024 წლის საარჩევნო სიის ხელმომწერი იქნება.როგორც ჩანს, კეზერაშვილი ფსონს ამჯერად ძველ სახეზე დებს და პარტიის მართვის სადავეებს ნიკა გვარამიას ანდობს, თანაც ისე, რომ ნაწყენიც არავინ დარჩეს. სააკაშვილიდან ხაბეიშვილამდე მისულ პარტიაში, გვარამიას ხელმძღვანელობით ახალი ორგანო იქმნება. გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი რგოლი, რომელიც ყველაფერს გააკონტროლებს, მათ შორის პარტიის თავმჯდომარესაც.ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იარეს, გადაწყვიტეს, რომ არავის არსად გაუშვებენ და პირიქით - სხვებს მოიყვანენ და რომ არავის ეწყინოს, "ნაციონალური მოძრაობა" პარტიაში ახალ ორგანოს - ბორდს შექმნის. ყველასთან ახლოს, თუმცა ყველაზე მაღლა - სქემა მარტივია. ბორდის ხელმძღვანელი 2024 წლის საარჩევნო სიას დააკომპლექტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავარი გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარის ხელში აღარ იქნება.კონკრეტულ პიროვნებებზე არ საუბრობს, თუმცა "კურიერი P.S" -მა გაარკვია, რომ ბორდს ახალი, მაგრამ ძველი "ნაციონალი" ნიკა გვარამია ჩაიბარებს. ის, რაც ნაწილობრივ კირკიტაძემ დაადასტურა, უარყო ნიკა გვარამიამ. მეტიც, სწყინს, რომ მასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ტელევიზიიდან იგებს."ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ დაფაზე ახალი კონფიგურაცია აღარავის უკვირს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პარტია სააკაშვილიდან ხაბეიშვილამდე მივიდა. ახალ კანდიდატზე ფსონის დადების წინაპირობა, მოქმედის მოქმედება ხდება. თუმცა, რატომ ვერ გაამართლა მოლოდინი ლევან ხაბეიშვილმა, ამაზე ღიად საუბარი "ნაციონალურ მოძრაობაში" არ სურთ. სიახლეების ძიება ამტკიცებს, რომ შეცდომებზე სწავლობენ, თუმცა ამას აქ არ აღიარებენ. დავით კირკიტაძე, ხაბეიშვილის თითქმის 1 წლიანი მმართველობის შესაფასებლად კარგსაც ვერაფერს იმეტებს. მეტიც, სწორად ვერც მის თავმჯდომარეობის დროს ითვლის.არაფორმალურ მმართველობაში მხილებული დავით კეზერაშვილი სამოქმედო გეგმას ცვლის. დეტალები "ნაციონალების" დიდმა შვიდეულმა კვირპოსზემოისმინა და თბილისში უკვე ჩამოიტანა. მოქმედების სისრულეში მოყვანას დრო სჭირდება. დროის გარდა კიდევ ერთი ფაქტორია - ახალი აქტორები და სწორედ ამიტომ, კვიპროსის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერვე ჩრდილოვან მმართველად წოდებულმა კეზერაშვილმა სხვა შეხვედრებისთვის საფრანგეთში გადაინაცვლა. "კურიერი P.S" -ის  ინფორმაციით, აქ კი მოლაპარაკების მაგიდასთან სწორედ ნიკა გვარამია და ხაბეიშვილის კიდევ ერთი კონკურენტი, თუმცა თანამოაზრე - გიორგი ვაშაძე აღმოჩნდნენ. საფრანგეთში ვიზიტს არ უარყოფენ, თუმცა კეზერაშვილთან შეხვედრას კი.ბორდზე დასმულმა შეკითხვამ ლევან ხაბეიშვილი ისევ გააღიზიანა, პასუხის ნაცვლად თავდასხმაზე გადმოვიდ. რატომ დადგა დღის წესრიგში მისი ზემდგომი ბორდის შექმნის აუცილებლობა? - იქნება თუ არა 2024 წლის არჩევნებზე პარტიის ლიდერი? კითხვა ბევრია, პასუხი კი ტრადიციად ქცეული მოქმედება."ძალა ერთობაშია" - ის, რაც წინა არჩევნებზე სახელში დაირქვეს, რეალობად ვერ აქციეს, თუმცა მაინც ერთობადაკარგულ პარტიას კეზერაშვილმა უთხრა, რომ მომავალ არჩევნებშიც, ძველი და ვერ გამართლებული მეთოდი უნდა გამოიყენონ.ასევე დაგაინტერესებთ:ქართული მაფიის მასშტაბური შეკრება ხორვატიაში - რა კავშირშია თბილისის ციხეში მომხდარი დაპირისპირებაVIDEO: „მადლობა საოცარი საღამოსთვის...“- ბაბი კირკიტაძე ბრწყინვალე ფორმაშია: რა კადრებს გვიზიარებს მომღერალი„ეს სიტყვები 2008 წლის ომის 7 წლის თავზეა დაწერილი“ - რა წერია წერილში, რომელიც „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულმა თამარ გოლდბერგმა 17 წლის ასაკში დაწერა?