რუსთავის საკრებულო

პოლიტიკა 1713940482

„ქართულმა ოცნებამ“ რუსთავში გახარია/ნაცმოძრაობის კოალიცია დაშალა - გადაყენებულია საკრებულოს თავმჯდომარე

 "ქართულმა ოცნებამ" ქალაქ რუსთავში გახარია/ნაცმოძრაობის კოალიცია დაშალა. გადაყენებულია საკრებულოს თავმჯდომარე - გადაწყვეტილება რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. თავმჯდომარის გადაყენებას მხარი დაუჭირა საკრებულოს 18-მა წევრმა.რუსთავის საკრებულოს ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" რამდენიმე დღის წინ მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს, ჩანიშნულიყო რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ძირითად საკითხებად იქნებოდა სწორედ საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების გადაყენების საკითხი.გავრცელებულ განცხადებაში ფრაქცია " ქართული ოცნება აღნიშნავდა, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჯეროვნად ვერ ასრულებდა საკუთარ მოვალეობებს. არაერთხელ ჰქონდა ადგილი საკრებულოს მხრიდან საბოტაჟის მცდელობას, რაც გამოიხატებოდა ბიუჯეტის დამტკიცების ხელისშეშლაში, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის უარყოფითად შეფასებაში, კონკრეტული პროექტების შეფერხებაში, მოქალაქეების პოზიციების გაუთვალისწინებლობაში და ა.შ. საკრებულოს რეგლამენტის უხეში დარღვევების გარდა შრომის ინსპექციამ და შემდეგ უკვე საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა საკრებულოს ხელმძღვანელობის უპასუხისმგებლო და უკანონო ქმედებები აპარატის თანამშრომელთა მიმართაც.ცოტა ხნის წინ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო და პარტიიდან გავიდა ფრაქციის ოთხი წევრი, რაც კიდევ ერთი დამატებითი საფუძველი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ გუნდისთვის, რომ დაეწყო რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობის თანამდებობებიდან გადაყენების პროცესი.

თამთა მეგრელიშვილი

პოლიტიკა 1713617196

ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, კანდიდატის სტატუსი ვინ მოუტანა ქართულ სახელმწიფოს და თითოეულ ახალგაზრდას? - „ქართულმა ოცნებამ“, ამ ძალის კბილებით შენარჩუნებულმა მშვიდობამ მოიტანა ისიც, რომ ქართული სახელმწიფო უკრაინიცაზიას ასცდა - თამთა მეგრელიშვილი

 ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, კანდიდატის სტატუსი და სხვა ხელშესახები შედეგები ვინ მოუტანა ქართულ სახელმწიფოს და თითოეულ ახალგაზრდას? რა თქმა უნდა „ქართულმა ოცნებამ“ და ამ ძალის კბილებით შენარჩუნებულმა მშვიდობამ მოიტანა ისიც რომ ქართული სახელმწიფო უკრაინიცაზიას ასცდა - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობითი სტილისაგან განსხვავებით, დღეს ქართულ სახელმწიფოში არის დემოკრატია, ყველა მოქალაქეს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, გამოხატოს საკუთარი აზრი და პროტესტი და თუ ის არ გასცდება კანონით დადგენილ ნორმებს, მას ამაში არავინ ხელს არ უშლის მისივე თქმით, ახალგაზრდებს ჰგონიათ სიმართლეს იცავენ, სინამდვილეში კი ყველაზე რუსული ხელწერის მქონე ძალების გვერდით დგანან. სიმართლე კი ერთია - თუ ევროპული ინტეგრაციის გზაზე რომელიმე მმართველმა პარტიამ მოიტანა მართლაც ხელშესახები პროგრესი და შედეგი, ეს არის „ქართული ოცნება“, სწორედ ამ ახალგაზრდების ინტერესებზე მორგებული ქართული ძალა."ნაციონალური მოძრაობის" მმართველობითი სტილისაგან განსხვავებით, დღეს ქართულ სახელმწიფოში არის დემოკრატია, ყველა მოქალაქეს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, გამოხატოს საკუთარი აზრი და პროტესტი (ამ შემთხვევაში გამჭვირვალობის კანონის პროექტის ირგვლივ) და თუ ის არ გასცდება კანონით დადგენილ ნორმებს მას ამაში არავინ ხელს არ უშლის.ამ უფლებების თავისუფლებას და ხელშესახებ განსხვავებას "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის კარგად ხედავენ "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ დავალებული, მათი მმართველობის დროს საკუთარ უპირატესობას ჩვეული "ელიტის" წარმომადგენლები, მაგრამ ისინი მათზე კომპრომატების არსებობისა და სხვადასხვა მიზეზთა გამო "ნაციონალური მოძრაობის" ერთ დაძახილზე გამოდიან გარეთ და მზად არიან ფსევდო ევროპულობის სახელით ფეხქვეშ გაეგონ მათ. ახალგაზრდების დიდი ნაწილიც სამწუხაროდ პოლიტიკური დირექტივით გადამზადდა - მათ არ ახსოვთ "ნაციონალური მოძრაობის" სისხლიანი რეჟიმი და უაპელაციოდ იღებენ მათთვის კანვასისა თუ სხვა ტრენინგებზე მათთვის მიწოდებულ, საგანგებოდ მათზე გათვლილ პოლიტიკურ გზავნილებს, მზად არიან დაარღვიონ წესრიგი და მოლოტოვის კოქტეილი ესროლონ საკანონმდებლო ორგანოს და თითოეულ სამართალდამცველს.მათ ჰგონიათ, რომ იცავენ სიმართლეს, სინამდვილეში კი ისინი ყველაზე რუსული ხელწერის მქონე ძალების გვერდით დგანან. ამ ახალგაზრდებთან ჩვენ უნდა გამოვნახოთ საერთო ენა და სიმართლე უნდა ვუთხრათ მათ. სიმართლე კი ერთია თუ ვინმემ, რომელიმე მმართველმა პარტიამ მოიტანა მართლაც ხელშესახები პროგრესი და შედეგი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება“, სწორედ ამ ახალგაზრდების ინტერესებზე მორგებული ქართული ძალა. ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, კანდიდატის სტატუსი და სხვა ხელშესახები შედეგები ვინ მოუტანა ქართულ სახელმწიფოს და თითოეულ ახალგაზრდას? რა თქმა უნდა „ქართულმა ოცნებამ“ და ამ ძალის კბილებით შენარჩუნებულმა მშვიდობამ მოიტანა ისიც რომ ქართული სახელმწიფო უკრაინიცაზიას ასცდა.მათთან საუბრის პროცესი დაწყებულია, მაგრამ აუცილებელია განგრძობადი იყოს საუბარი მათთან. ახალგაზრდობამ უნდა იგრძნოს "ქართული ოცნების" პოლიტიკის ძალა, უნდა იცოდეს საკუთარი ქვეყნის გამოწვევები, უნდა გამოუმუშავდეს მეტი პოლიტიკური კულტურა და პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის განვითარების პროცესში მისი როლის მიმართ და უნდა გრძნობდეს მშვიდობის ფასსაც. უნდა გესმოდეთ, რომ სამართალდამცავისათვის მოლოტოვის კოქტეილის სროლა, საკუთარი სახელმწიფოს მიმართ ნასროლი იარაღია, სახელმწიფოს მიმართ რომლის ინტერესების დასაცავადაც თითქოს თქვენ გარეთ დგახართ. ახალგაზრდებო, ნუ მოიტყუებთ თავს, დადექით სიმართლის მხარეს, დადექით ქართული სახელმწიფოს გვერდით, თქვენ ხვალინდელი საქართველოსთვის საჭირო და აუცილებელი ძალა ხართ“ - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე. 

სააკაშვილი

პოლიტიკა 1713535285

„ნაციონალურ მოძრაობას“ ვთხოვ, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ - სააკაშვილი

„ნაციონალურ მოძრაობას" ვთხოვ, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, ხოლო ჩემს მოადგილედ, სოფო ჯაფარიძე აირჩიონ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.„ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ამაყი, ძლიერი ხალხის მთავარი დაკვეთა ერთიანობაა. მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ადამიანი და რეგიონული ლიდერი, მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო ამ ერთიანობისთვის. ერთიანობა პირველ რიგში არჩევნებზე საერთო სიას ნიშნავს. ამ საერთო სიაში თავისი წარმომადგენლების დელეგირებას პარიტეტული პრინციპით ყველა ძირითადი პროევროპული ძალა გააკეთებს. საარჩევნო ნომერი შემთხვევითი წესით შეიძლება შეირჩეს.ჩვენი დათვლებით, საერთო სიის შემთხვევაში, ოპოზიცია ოცნებას 70/30 პროპორციით დაამარცხებს. შემდეგ გარდამავალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს და ძლიერი სპეციალისტებით დაკომპლექტდეს, რომლებიც ქვეყანაში ნამდვილად არიან და ამავე დროს, ამ ეტაპზე პოლიტიკის წინა ხაზზე არ არიან. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება სასამართლოში ცვლილებებზე, დეოლიგარქიზაციის პრინციპებსა და მომავალ კონსენსუსურ საპრეზიდენტო კანდიდატზე ახლავე უნდა შეთანხმდნენ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.გარდა ამისა, როგორც მესამე პრეზიდენტმა აღნიშნა, მან "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" სთხოვა, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შექმნან და ბორდის თავმჯდომარედ თავად მიხეილ სააკაშვილი განიხილონ, ხოლო მის მოადგილედ, სოფო ჯაფარიძე აირჩიონ.მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „რეჟიმს იზოლირებული ჰყავს“, მზად არის პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩაერთოს."რაც შეეხება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და გავაღრმაოთ საზოგადოებასთან და სხვა პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა, წინ უნდა წამოვწიოთ ბევრი ახალი სახე და წამოვაყენოთ ახალი იდეები. მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმს ახლაც იზოლირებული ვყავარ და ჩემ მიმართ ახალ რეპრესიებს ამზადებს, მე მზად ვარ, კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთო და ყველა ხელოვნური დაბრკოლება გადავლახო. ამასთან დაკავშირებით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ვთხოვ, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, ხოლო ჩემს მოადგილედ, სოფო ჯაფარიძე აირჩიონ. სოფო ამ ბოლო დროს განსაკუთრებით წარმოჩინდა, როგორც წამყვანი და გამწევი ძალა. ის ახალი თაობის პოლიტიკოსებში უმნიშვნელოვანესი ახალი ლიდერი იქნება. ასევე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის", თავისი უშიშრობით, კომუნიკაბელურობით, დაუღალაობით პარტიის არსებულ ლიდერშიფთან ერთად ერთიანობისთვის მუშაობას შეძლებს. ასევე, მე პირადად მიმაჩნია, კარგი იქნებოდა, რომ ის იმ დელეგატთა შორის პირველი ყოფილიყო, ვისაც ჩვენ საერთო ოპოზიციური გაერთიანების სიაში წარვადგენთ, რაც პარტიის სხვა ლიდერების დამსახურებასა და მნიშვნელობას არ ამცირებს.სოფოს თავისი ძალიან საინტერესო აქტივისტების ჯგუფი ჰყავს და ახალი ხალხის მოზიდვის უნიკალური უნარი აქვს, რომელიც ენმ-სა და გაერთიანებული ოპოზიციის ეფექტური ნაწილი გახდება. მე მას სრულად ვენდობი, რაც მის საქმიანობაზე მრავალწლიან დაკვირვებასა და ბოლო წლის განმავლობაში ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობას ეფუძნება.ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, უახლოეს დღეებში რუსული რეჟიმის პოლიტიკური ხერხემალი უნდა გადავტეხოთ! მათ პროტესტისა და ჩვენი ხელახლა დანაწევრების საშუალება არ უნდა მივცეთ!ახლა "არა რუსულ კანონს" და "არა რუსულ რეჟიმს" განუყოფელი ლოზუნგებია.ამის გარდა, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებებსა და ნამდვილი, სანდო ადამიანებით დაკომპლექტებას უნდა მივაღწიოთ. ივანიშვილი რამდენჯერმე დაუძვრა ქართულ საზოგადოებას და ამჯერად, მას მოტყუებისა და ჩვენი მოშვების სივრცე არ უნდა დავუტოვოთ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ანრი ოხანაშვილი

პოლიტიკა 1713532427

ხომ გახსოვთ, სადაც იყავით, რა ჩამოიტანეთ ასეთი რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიაში შეგიყვანათ? ლეონიდ კალაშნიკოვსაც შეხვედრიხართ, თქვენ რუსეთუმეობაზე როგორ საუბრობთ? - ანრი ოხანაშვილი ნატო ჩხეიძეს

ქალბატონო ნატო, ხომ გახსოვთ, სადაც იყავით, რა ჩამოიტანეთ ასეთი რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიაში შეგიყვანათ? ლეონიდ კალაშნიკოვსაც შეხვედრიხართ, კადრებია ოფიციალური, ხომ ადასტურებთ, რომ შეხვედრიხართ? ამის გამო ჩაგსვათ სიაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“? თქვენ რუსეთუმეობაზე როგორ საუბრობთ? - ასე მიმართა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ნატო ჩხეიძეს და მოსკოვში შეხვედრის დამადასტურებელი ფოტოები აჩვენა.ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გრიგოლ ვაშაძის ბიოგრაფიაც შეახსენა.„რაც შეეხება რუსულ საქმეს, ვინ და როგორ აკეთებდით, გრიგოლ ვაშაძე ხომ გახსოვთ? ხომ არ შეგახსენოთ მისი ბიოგრაფია, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილება, შემდგომ კოსმოსის და ბირთვული შეიარაღების განყოფილება. ეს კაცი რა თანამდებობას იკავებდა ხომ გახსოვთ? საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რომ იყო რუსული პასპორტით, ხომ გახსოვთ ეს ყველაფერი? შემდეგი - ქალბატონი ნატო [ჩხეიძე] გვესწრება აქ, სხვათა შორის ამ მოწვევის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით არის შემოსული და ხუთდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ მოსკოვში, სადაც რუსეთის დუმასა და ფედერაციის საბჭოს წევრებთან შეხვედრები გამართეს. ქალბატონო ნატო, ხომ გახსოვთ, სადაც იყავით, რა ჩამოიტანეთ ასეთი რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიაში შეგიყვანათ? პროპორციულ სიაში ხომ ხართ „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით შემოსული? ლეონიდ კალაშნიკოვსაც შეხვედრიხართ, ნუ აღელდებით, კადრებია ოფიციალური, ეს უნდა იცოდეთ, ხომ ადასტურებთ, რომ შეხვედრიხართ? ამის გამო ჩაგსვათ სიაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“? თქვენ რუსეთუმეობაზე როგორ საუბრობთ? სიმართლე მწარეა“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რუსთავის საკრებულო

პოლიტიკა 1713510131

რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის შემადგენლობა უკვე ორ წელზე მეტია, ჯეროვნად ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს - რუსთვის საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრების განცხადება

რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის ანუ ამჟამინდელი საკრებულოს შემადგენლობა უკვე ორ წელზე მეტია, ჯეროვნად ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს -  ამის შესახებ განცხადებას რუსთვის საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრები ავრცელებენ.მათ ცნობით, ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ ჰქონდა ადგილი საკრებულოს მხრიდან საბოტაჟის მცდელობას მუნიციპალიტეტის გამართული მუშაობის და შესაბამისად, ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობის წინააღმდეგ, რაც გამოიხატებოდა ბიუჯეტის დამტკიცების ხელისშეშლაში, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის უარყოფითად შეფასებაში, კონკრეტული პროექტების შეფერხებაში, მოქალაქეების პოზიციების გაუთვალისწინებლობაში და ა.შ."საკრებულოს რეგლამენტის უხეში დარღვევების გარდა შრომის ინსპექციამ და შემდეგ უკვე საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა საკრებულოს ხელმძღვანელობის უპასუხისმგებლო და უკანონო ქმედებები აპარატის თანამშრომელთა მიმართაც, თუმცა მათთვის სასამართლოს გადაწყვეტილება შემაფერხებელი არ აღმოჩნდა, რომ კვლავინდებურად გაეგრძელებინათ პოლიტიკური მავნებლობა.ცოტა ხნის წინ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო და პარტიიდან გავიდა ფრაქციის ოთხი წევრი, რაც კიდევ ერთი დამატებითი საფუძველი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ გუნდისთვის, რომ დავიწყოთ რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობის თანამდებობებიდან გადაყენების პროცესი.ამ მიზნით, ჩვენ კანონის შესაბამისად, პროცედურების დაცვით, უკვე მივმართეთ საკრებულოს თავმჯდომარეს, ჩანიშნოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ძირითად საკითხებად იქნება სწორედ საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების გადაყენების საკითხი.მიგვაჩნია, რომ არსებულ სიტუაციაში, როდესაც ჩვენი საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობა ისედაც ყველა შანსს იყენებდა პოლიტიკური რევანშისთვის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ახლა მით უმეტეს არ აქვთ ერთიანი პოზიცია, დაშლილი ნაცმოძრაობის და გახარიას ფრაქციის იმედად ყოფნა ჩვენი ქალაქისთვის არის სრულიად გაუმართლებელი.ამიტომ მივმართეთ კანონით ჩვენთვის მონიჭებულ უფლებას და ვიწყებთ საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურას", - წერია განცხადებაში.

სოზარ სუბარი

პოლიტიკა 1713351942

26 მაისს თქვენ გადაკეტეთ ყველა გასასვლელი, რომ ვერავინ ვერ გაქცეულიყო და დაგესაჯათ უსასტიკესად ქართველი ხალხი - ამიტომაც ქართველმა ხალხმა ადგილი ისტორიის სანაგვეზე მიგიჩინათ - სოზარ სუბარი ოპოზიციას

ყველაფერზე ლაპარაკობენ კანონის გარდა და ჰგონიათ, რომ თუ ხმამაღლა იხავლებენ, ამით გადაფარავენ შინაარსს, მაგრამ ვერ გადაფარავთ. საქართველო არის ევროპაში. იყვირეთ, იყვირეთ, ეგ არის თქვენი დავალება. კი, ბატონო! , - ასე მიმართა ოპოზიციას პარლამენტის ტრიბუნიდან  „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.მანვე ოპოზიციას 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევა გაახსენა და აღნიშნა, რომ ყველა გასასვლელის ჩაკეტვით მათ არ მიცეს ხალხს გაქცევის საშუალება, რათა უსასტიკესად დაესაჯათ ქართველი ხალხი და სწორედ ამიტომ ქართველმა ხალხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ ადგილი მიუჩინა ისტორიის სანაგვეზე.„ლაპარაკობთ მიტინგზე, ძალიან კარგად გვახსოვს ამ პარლამენტის წინ მოკლული 2 ადამიანი, რომლებიც შემოდეს მაღაზიის თავზე, ხოლო შემდეგ ერთ-ერთის მეუღლეს უთხრეს, თუ ხმას ამოიღებ შენს მოკლულ ქმარზე, შენს შვილს, რომელიც ციხეშია, მოვკლავთ და იმასაც სახლში მოგისვენებთო. ხმა ვერ ამოიღო იმ დედამ. აი, ესა ხართ თქვენ! ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ადამიანებს კლავენ და შემდეგ მაღაზიის თავზე დებენ! ძალიან კარგად გვახსოვს თქვენი ლიდერი, თქვენი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი როგორ ითხოვდა ორ გვამს და შემდეგ შეუსრულეს, კრაილაშვილი დახვრიტეს და ოთანაძე ძლივს გადარჩა, ორი გმირი ადამიანი.გუშინ დევი ჭანკოტაძე, თქვენი გენერალი ლაპარაკობდა, რომ შეიძლება ადამიანი მოკვდესო, ლაპარაკობდა ადამიანი, რომელიც ზარბაზნებს ესროდა ამ შენობაში მყოფ ხელისუფლებას და დღეს ქალბატონი ხერხეულიძე იმ ადამიანის გვერდით ზის, რომელიც პრეზიდენტ გამსახურდიას ესროდა ზარბაზანს და დღეს, ის ადამიანი იმუქრება მკვლელობით. კარგად გვახსოვს ის 26 მაისი, მე 9 აპრილს აქ ვიდექი, როდესაც საბჭოთა იმპერიის ყველაზე სასტიკმა სპეცრაზმმა დაგვარბია და აქ იდგნენ ჩემი კოლეგები, ირაკლი ქადაგიშვილი ხელმძღვანელობდა მიტინგს და მაშინაც კი არ გადაუკეტიათ ყველა გასასვლელი, რაც თქვენ გააკეთეთ 26 მაისს, გადაკეტეთ, რომ ვერავინ ვერ გაქცეულიყო, რომ დაგესაჯათ უსასტიკესად ქართველი ხალხი. ამიტომაც არის, რომ ქართველმა ხალხმა თქვენ მიგიჩინათ ადგილი ისტორიის სანაგვეზე“, - განაცხადა სუბარმა.

ანრი ოხანაშვილი

პოლიტიკა 1713351049

მოსმენა არის ევროპული, მონობა არის რუსული, რასაც აკეთებთ- ჩვენ ვირჩევთ ღირსებით ევროპას, არა „ნაციონალურ მოძრაობას“ და არა რადიკალიზმს, ეს დაიმახსოვრეთ კარგად - ანრი ოხანაშვილი რადიკალურ ოპოზიციას

„მოსმენა არის ევროპული, მონობა არის რუსული, რასაც აკეთებთ. ევროპულობა ნიშნავს მოსმენის კულტურას, აზრთა ჭიდილს და არა ყვირილს. ჩვენ ვირჩევთ ღირსებით ევროპას, არა „ნაციონალურ მოძრაობას“ და არა რადიკალიზმს, ეს დაიმახსოვრეთ ძალიან კარგად“-ასე მიმართა პარლამენტის ტრიბუნიდან იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს.როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით ოპოზიციას არანაირი არგუმენტი არ წარმოუდგენია და ეს განხილვა მათი მხრიდან იყო ტყუილებით სავსე.„რაც შეეხება კანონპროექტს- თუ ვინმეს რაიმე არგუმენტი ჰქონდა, უნდა წარმოედგინა, მაგრამ როდესაც ამ ხალხის მხარეს არ არის არგუმენტი, მაშინ აბრახუნებენ აქ. უშინაარსობა არის მათი მხარე. ჩვენი მხარეა არგუმენტირებულობა და შესაბამისად, ჩვენ ვართ მართლები ჩვენი ხალხის და საზოგადოების წინაშე. ამიტომ, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ წარმოვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ეფუძნება ევროპულ, ამერიკის შეერთებული შტატების  გამოცდილებას და აქედან გამომდინარე, ეს არის ქართული მოდელი, რომელიც ეფუძნება სწორედ დასავლურ გამოცდილებას. ჩვენი ამოცანაა, ჩვენს საზოგადოებას ჰქონდეს მაქსიმალური წვდომა გამჭვირვალობაზე დაფინანსებასთან დაკავშირებით. საიდან შემოდის ფინანსები, მიზნობრიობა, როგორ იხარჯება. ვერცერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს. მთელი ეს განხილვა მათი მხრიდან იყო ტყუილებით სავსე. ამბობდნენ, რომ ეხება ფიზიკურ პირებს, კანონპროექტის პირველივე მუხლში წერია, რომ ეს არ ეხება არცერთ ფიზიკურ პირს და ეს ეხება იურიდიულ პირებს, ამ შემთხვევაში NGO-ებს.“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

nika melia

პოლიტიკა 1713164062

“ნაცმოძრაობა“ მალავს კვლევის შედეგებს, სადაც პარტიის რეიტინგი მკვეთრად შემცირებულია - რა ინფორმაციას ასაჯაროებს ნიკა მელია?

“ნაციონალური მოძრაობა“ მალავს “ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, სადაც პარტიის რეიტინგი მკვეთრად შემცირებულია - ამის შესახებ ინფორმაციას “ნაცმოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად პარტია “ახალის“ ლიდერი ნიკა მელია ავრცელებს.მელია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) კვლევის შედეგების კრიტიკას. მელია ამტკიცებს, რომ ISSA-ს გამოკითხვის შედეგები ემთხვევა “ედისონ რისერჩის“ შედეგებს, თუმცა “ნაციონალური მოძრაობა“ ამ მონაცემებს მალავს.ცნობისთვის: “მთავარი არხის“ დაკვეთით “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) გამოკითხვის მიხედვით, პარტიების რეიტინგში პირველ ადგილზე “ქართული ოცნებაა“, თითქმის თანაბარი პროცენტული მაჩვენებელი აქვთ “ნაციონალურ მოძრაობას“ და პარტია “ახალს“. მიხეილ სააკაშვილმა ამ მონაცემებს ანეკდოტი უწოდა.მელია, “ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებს მიმართავს და ამბობს, რომ “სარკესთან ჩხუბით არაფერი გამოვა“.“დამწკრივდნენ და დაიწყეს ედისონ რისერჩის, ფორმულას მიერ დაკვეთილი და თითქმის 1 თვის წინ ჩატარებული, ჯერ არ გამოცხადებული კვლევის წინასწარ დაგმობაც, რომელსაც 2017 წლიდან სიამაყით აზიარებდნენ. სარკესთან ჩხუბით არაფერი გამოვა, უმჯობესია სარკეში ჩახედვა და სახიდან მურის მოწმენდა...არც სიმართლის თქმაა ხომ როდისმე უდროო, სიმართლის დამალვისგან განსხვავებით (რასაც სამწუხაროდ ტვ ფორმულა აკეთებს 3 კვირაა, რუსულ კანონამდე ბევრად ადრე დაამთავრეს კვლევა,რომლის შედეგებიც პრაქტიკულად იდენტურია იმასთან, რაც გუშინ ვნახეთ. ე.ი. ედისონის შედეგებიც იციან და მაინც ყალბ ომს მართავენ იაგოს კვლევის წინააღდმეგ )...სწორედ სიმართლითა და ღირსებით ბრძოლით შევძლებთ მომავლის არდათმობას....ბოდიში თქვენთან თუ მერაბიშვილ/კეზერაშვილთან ერთობა,ოცნების წისქვილზე დასხმა მგონია“, - წერს ნიკა მელია.

არჩილ თალაკვაძე

პოლიტიკა 1712816125

სიცრუეა, რომ თითქოს ამერიკული FARA მხოლოდ ლობისტებს ეხება - ის ეხება ყველა არალობისტურ საქმიანობასაც, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს აშშ-ის მთავრობის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაზე - არჩილ თალაკვაძე

FARA-ს კანონი, რომელიც ამერიკაში მოქმედებს, არ ეხება მხოლოდ ლობისტებს, ის ეხება ყველა არალობისტურ საქმიანობასაც, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს აშშ-ის მთავრობის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაზე - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე "ღამის კურიერში" საუბრობს."ხალხი შეიყვანეს შეცდომაში, თითქოს ეხება მხოლოდ ლობისტებს ეს კანონიო. ეს არის სიცრუე. ამერიკული კანონი FARA რომ არ ყოფილიყო, ვერასდროს გავიგებდით, რომ სააკაშვილის გარემოცვას, კეზერაშვილს ფულ ჰქონდათ გადახდილი საქართველოს გაშავებაში, დაფინანსებული ჰქონდათ გადაცემები, ექსპერტები, განცხადებები და კიდევ ბევრი რამ გაირკვევა შემდეგ 6 თვეში, იმიტომ, რომ ყოველ 6 თვეში ქვეყნდება.სიმართლე არის ერთი, რომ FARA-ს კანონი, რომელიც ამერიკაში მოქმედებს, არ ეხება მხოლოდ ლობისტებს, ის ეხება ყველა არალობისტურ საქმიანობასაც, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს აშშ-ის მთავრობის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაზე. ჩვენს ამას ვამბობთ, რომ ვუთხრათ ხალხს, ვის ვინ აფინანსებს, რა მიზნით, მერე გამობრძანდით, გნებავთ აქციებზე დადექით, გნებავთ პარლამენტში მოდით დებატებზე, ოღონდ თქვენ ხალხის რომ ელაპარაკებით, როგორც ჩვენზე იცის, რომ "ქართული ოცნებას" ეს აფინანსებს, "ნაციონალურ მოძრაობას" ის აფინანსებს, "ევროპულ საქართველოს" ეს ასპონსორებს და ა.შ. როგორც ჩვენზე იცის ხალხმა, ისე იცოდეს ამ სექტორზეც, ვისი სახელით ელაპარაკება,“ - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

ჩაკვეტაძე

პოლიტიკა 1712493085

სინამდვილეში, ნაცებს, მათ ენჯეოებს და მედიას ევროპა კი არა, შავი ფული და ამ ფულით მართვის ბერკეტები აინტერესებთ, ამ მიზნით ებრძვიან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასაც - გიორგი ჩაკვეტაძე

 სამშობლო რომ არ იყიდება ეს უნდა დაადასტუროს ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიანება “გამჭვირვალობის კანონის” წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას. მისი თქმით, სინამდვილეში, “ნაციონალურ მოძრაობას”, მასთან კავშირში მყოფ არასამთავრობოებსა და მედიას ევროპა კი არა, შავი ფული აინტერესებთ.“სამშობლო რომ არ იყიდება ეს უნდა დაადასტუროს ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ. თუ ვინმეს მოუნდება ევროპული თემატიკა შემოიტანოს, ძალიან კარგი, მაგრამ პლაკატებს ზედ კი ნუ გადააკრავენ - გვერდზე მიაკრან, მივესალმებით! მით უმეტეს ევროპულ ნარატივს! სინამდვილეში, ნაცებს, მათ ენჯეოებს და მედიას ევროპა კი არა, შავი ფული და ამ ფულით მართვის ბერკეტები აინტერესებთ. ამ მიზნით ებრძვიან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასაც. თუ ასე არ არის, თავისი აზრი, პლაკატების სახით, გამოხატონ ისე, რომ სხვის პლაკატს ზემოდან კი არ გადააკრან, არამედ გვერდით გააკრან. თუ ასე იქნება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ევროპულ თემატიკას, პირიქით, მივესალმებით. თუ მაინც გადააკრავენ, ეს იქნება უტყუარი მტკიცებულება, რომ მოცემულ შემთხვევაში, ისინი ებრძვიან გამოხატვის ამ კონკრეტულ ფორმას!” - წერს ჩაკვეტაძე.          

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1712130854

მდიდარი „ენჯეოები“ 2020-21 წლებში არა მხოლოდ რევოლუციური სცენარის ეპიცენტრში იდგნენ, არამედ მათ მისი მთავარი ინიციატორის ფუნქციაც კი იტვირთეს - საპარლამენტო უმრავლესობა

როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ე.წ. სამოქალაქო სექტორი რჩება ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორად საქართველოში. გაუმჭვირვალობა არის მანკიერების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო და შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, რაც საქართველოში გასული 4 წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა განსაკუთრებული სიცხადით დაგვიდასტურა - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გაავრცელა.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მდიდარი „ენჯეოები“ 2020-21 წლებში არა მხოლოდ რევოლუციური სცენარის ეპიცენტრში იდგნენ, არამედ მათ მისი მთავარი ინიციატორის ფუნქციაც კი იტვირთეს.სწორედ გაუმჭვირვალობამ მისცა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალება, 2020 წელს გაეყალბებინათ არჩევნების პარალელური ხმების დათვლის (ე.წ. „პივიტის“) შედეგები, გაევრცელებინათ ყალბი ინფორმაცია საარჩევნო უბნებზე 8-პროცენტიანი ზედმეტობებისა და ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების დაგვიანებით გამოცხადების შესახებ. შეგახსენებთ, რომ სწორედ მათ მიერ გამოქვეყნებულმა ყალბმა დასკვნამ და განცხადებამ „ყველაზე ცუდი არჩევნების“ შესახებ შეუქმნა ხელოვნური საბაბი რადიკალური ოპოზიციის საბოტაჟს და არჩევნების შედეგების არაღიარებას, რის საფუძველზეც რადიკალები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ და ქვეყანას მთელი ერთი წლის მანძილზე მოსვენების საშუალებას არ აძლევდნენ. შესაბამისად, მდიდარი „ენჯეოები“ 2020-21 წლებში არა მხოლოდ რევოლუციური სცენარის ეპიცენტრში იდგნენ, არამედ მათ მისი მთავარი ინიციატორის ფუნქციაც კი იტვირთეს.ისინი რევოლუციური სცენარის ეპიცენტრში მეორედ 2022 წლის ივნისში მოექცნენ, როდესაც მათ, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის უსამართლოდ ვერმიღების საბაბით, მთავრობის გადადგომა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნა მოითხოვეს, სადაც საკვანძო თანამდებობები თავად უნდა დაეკავებინათ. მაშინ მდიდარი „ენჯეოები“ ვა-ბანკზე წავიდნენ და საკუთარი პოლიტიკური შინაარსი და რადიკალური დღის წესრიგი სრულად გააშიშვლეს, რადგან შედეგის მიღწევისა და კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ხელისუფლებაში დაბრუნების იმედი ჰქონდათ. თუმცა, საბედნიეროდ, საზოგადოების გამოცდილებისა და პრაგმატულობის წყალობით, რევოლუციური სცენარი არ შედგა. სამაგიეროდ, ქართულმა საზოგადოებამ მიიღო სრული ინფორმაცია ე.წ. არაასამთავრობო ორგანიზაციების რევოლუციური და რადიკალური დღის წესრიგის შესახებ.ასევე, შეგახსენებთ, რომ ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ 2022 წელს გამართულ ყველა საპროტესტო აქციაში, რომელთა უმთავრესი მოთხოვნა სანქციებთან მიერთება და უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა იყო. ასევე, ყველას გვახსოვს მდიდარი „ენჯეოების“ ერთ-ერთი ლიდერის შემდეგი განცხადება: „რუსეთი აგებს ომს უკრაინაში, იქ არ ჰყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთ“. დღეს უკვე ყველასთვის ცხადია, თუ რა შედეგებამდე მივიყვანდით ჩვენს ქვეყანას, მათი კარნახით და ომისკენ მათი მოწოდებების შესაბამისად რომ გვემოქმედა“ - ნათქვამია საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებაში.

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1712129568

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს უმრავლესობა პარლამენტში ხელახლა წარადგენს

საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.პარტიის აღმასრულებელი მდივნის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, კანონპროექტი დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით - გამოყენებული იქნება ტერმინი "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია"."როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ე.წ. სამოქალაქო სექტორი რჩება ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორად საქართველოში. გაუმჭვირვალობა არის მანკიერების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო და შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, რაც საქართველოში გასული 4 წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა განსაკუთრებული სიცხადით დაგვიდასტურა. სწორედ გაუმჭვირვალობამ მისცა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალება, 2020 წელს გაეყალბებინათ არჩევნების პარალელური ხმების დათვლის (ე.წ. "პივიტის") შედეგები, გაევრცელებინათ ყალბი ინფორმაცია საარჩევნო უბნებზე 8-პროცენტიანი ზედმეტობებისა და ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების დაგვიანებით გამოცხადების შესახებ. შეგახსენებთ, რომ სწორედ მათ მიერ გამოქვეყნებულმა ყალბმა დასკვნამ და განცხადებამ „ყველაზე ცუდი არჩევნების“ შესახებ შეუქმნა ხელოვნური საბაბი რადიკალური ოპოზიციის საბოტაჟს და არჩევნების შედეგების არაღიარებას, რის საფუძველზეც რადიკალები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ და ქვეყანას მთელი ერთი წლის მანძილზე მოსვენების საშუალებას არ აძლევდნენ. შესაბამისად, მდიდარი "ენჯეოები" 2020-21 წლებში არა მხოლოდ რევოლუციური სცენარის ეპიცენტრში იდგნენ, არამედ მათ მისი მთავარი ინიციატორის ფუნქციაც კი იტვირთეს. ისინი რევოლუციური სცენარის ეპიცენტრში მეორედ 2022 წლის ივნისში მოექცნენ, როდესაც მათ, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის უსამართლოდ ვერმიღების საბაბით, მთავრობის გადადგომა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნა მოითხოვეს, სადაც საკვანძო თანამდებობები თავად უნდა დაეკავებინათ.მაშინ მდიდარი "ენჯეოები" ვა-ბანკზე წავიდნენ და საკუთარი პოლიტიკური შინაარსი და რადიკალური დღის წესრიგი სრულად გააშიშვლეს, რადგან შედეგის მიღწევისა და კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ხელისუფლებაში დაბრუნების იმედი ჰქონდათ. თუმცა, საბედნიეროდ, საზოგადოების გამოცდილებისა და პრაგმატულობის წყალობით, რევოლუციური სცენარი არ შედგა. სამაგიეროდ, ქართულმა საზოგადოებამ მიიღო სრული ინფორმაცია ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების რევოლუციური და რადიკალური დღის წესრიგის შესახებ. ასევე, შეგახსენებთ, რომ ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ 2022 წელს გამართულ ყველა საპროტესტო აქციაში, რომელთა უმთავრესი მოთხოვნა სანქციებთან მიერთება და უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა იყო.ასევე, ყველას გვახსოვს მდიდარი "ენჯეოების" ერთ-ერთი ლიდერის შემდეგი განცხადება: "რუსეთი აგებს ომს უკრაინაში, იქ არ ჰყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთ“. დღეს უკვე ყველასთვის ცხადია, თუ რა შედეგებამდე მივიყვანდით ჩვენს ქვეყანას, მათი კარნახით და ომისკენ მათი მოწოდებების შესაბამისად რომ გვემოქმედა. წლების მანძილზე, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები აწარმოებენ საბჭოური სტილის კამპანიას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ამ მიზნით, ისინი ახორციელებენ სასამართლო ხელისუფლებისა და მოსამართლეების სტიგმატიზებას. მიუხედავად იმისა, რომ "ენჯეოებმა" დღემდე ვერ წარმოადგინეს სასამართლო საქმეები, რომლებიც სასამართლოში სისტემური ან თუნდაც, მეტ-ნაკლებად სერიოზული არა-სისტემური პრობლემების არსებობას დაადასტურებდა, ისინი დღესაც არ ამბობენ უარს ზემოაღნიშნული კამპანიის წარმოებაზე და გაუმჭვირვალე ფინანსების გამოყენებით, ამ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტის შერყევას ცდილობენ.გარდა ამისა, მდიდარი "ენჯეოები", რადიკალურ პარტიებთან ერთად, თავს ესხმოდნენ სასამართლო ხელისუფლებას იმ საქმეების გამო, რომლებსაც კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისთვის განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. ეს იყო "რუსთავი 2-ის", გიორგი უგულავას, ნიკანორ მელიას, ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილის და სხვა პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეები, რომლებთან დაკავშირებითაც ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოს და კონკრეტული მოსამართლეების დისკრედიტირებას აქტიურად ცდილობდნენ. შეგახსენებთ, რომ ყველა ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ ქართული სასამართლოების გადაწყვეტილებები გაიზიარა, რამაც "ენჯეოების" მიერ წარმოებულ კამპანიას ცივი წყალი გადაასხა. შეგახსენებთ იმასაც, რომ "ენჯეოებს" არ ჰქონდათ არავითარი რეაქცია, როდესაც ყოფილ და მოქმედ ქართველ მოსამართლეებს, „ბანგალორის პრინციპების“ წინააღმდეგ, ფაქტობრივი სანქციები შეუფარდეს და იგივე სანქციები მათი ოჯახის სრულწლოვან და არასრულწლოვან წევრებზეც გაავრცელეს, რაც ადამიანის ძირითადი უფლებების უხეში შელახვის უკიდურესი ფორმაა.ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ ე.წ. სამოქალაქო სექტორისთვის სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებს ჩალის ფასიც კი არა აქვს. გარდა ამისა, "ენჯეოები" აქტიურად არიან ჩართული ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებასა და ე.წ. "ლგბტ"-პროპაგანდაში; კამპანიებში, რომელთა მიზანი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ საზოგადოების ნდობის შერყევაა; საქართველოში რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის მხარდაჭერაში; საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში და ა.შ. სამწუხაროდ, მდიდარი "ენჯეოების" ზემოაღნიშნულ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე და მათ რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე დღემდე არცერთ მათ დამფინანსებელს არ აუღია პასუხისმგებლობა. ასევე, არავის აუღია პასუხისმგებლობა იმაზე, რომ 2020 წელს უცხოური დაფინანსებით წარმოებდა არჩევნების დელეგიტიმაციის ყალბი კამპანია რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მთელი რიგი მედიასაშუალებების მიერ.ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ ამ ისტერიულ კამპანიას სათავეში ჩაუდგა ადამიანი, რომელიც მაშინ ერთ-ერთი ქვეყნის ელჩის სტატუსს ატარებდა, სინამდვილეში კი, საქართველოში არა ამ ქვეყნის, არამედ „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებს წარმოადგენდა. როგორც შემდეგ გაირკვა, მას ბევრი რამ ჰქონდა დასამალი. „ენჯეოების“ დაფინანსების სრული გაუმჭვირვალობის მიუხედავად, შარშან ჩვენთვის ცნობილი გახდა საქართველოში ექსტრემიზმის დაფინანსების კონკრეტული ფაქტების შესახებ, რომლებიც რევოლუციური პროცესების მხარდაჭერისკენ იყო მიმართული. კერძოდ, გასული ერთი წლის განმავლობაში, საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია „დროას“, ფრანკლინის კლუბის, კანვასის ტრენინგების, აგრეთვე უცხოური ფონდებიდან სხვა გაერთიანებებისა და ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, რომლებიც საქართველოში რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის გაღვივებას უწყობდა ხელს. „დროას“ დაფინანსება და სხვა მსგავსი შემთხვევები გვიჩვენებს, თუ რამდენად უხეშია შესაბამისი უცხოური ძალის დამოკიდებულება საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის, ისევე, როგორც, ზოგადად, საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის მიმართ. განვითარებულ ქვეყნებში პოლიტიკური პარტიების უცხოური დაფინანსება მკაცრად იზღუდება და საქართველოს კანონმდებლობაც ამ მიდგომით არის გაწერილი.ამ ფონზე, „დემოკრატიის ევროპული ფონდი“ (EED) სრულიად უხეშად მოქმედებდა და პოლიტიკურ პარტიას საარჩევნო მიზნებით თავხედურად აფინანსებდა. აღსანიშნავია, რომ „დემოკრატიის ევროპულმა ფონდმა“ უკვე მოახდინა არალეგიტიმური გავლენა 2024 წლის არჩევნებზე, რაც აუცილებლად მოხვდებოდა ე.წ. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში, შესაბამისი „ენჯეოები“ იგივე წყაროებიდან რომ არ იღებდნენ დაფინანსებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ გვიკვირს, რომ ყოფილმა ელჩმა საქართველოს მოქალაქეებს შარშან სამარცხვინო ტყუილი აკადრა და ამერიკული კანონიდან გადმოწერილი კანონპროექტი, რომელსაც რუსეთში მოქმედ კანონთან საერთო არაფერი ჰქონდა, „რუსულ კანონად“ მონათლა. გამომდინარე იქიდან, რომ ახალი ელჩის პირობებში, საქართველოში ექსტრემიზმის მხარდაჭერის პრაქტიკა შესუსტდა, გვაქვს საფუძვლიანი იმედი, რომ მოქმედი ელჩი ქართველ ხალხს ამგვარ ტყუილს არ აკადრებს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ, ექსტრემიზმის მხარდაჭერის პრაქტიკა მართალია შესუსტდა, მაგრამ ამგვარი პრაქტიკა სრულად აღმოფხვრილი არ არის. გარდა ამისა, კვლავაც გაუმჭვირვალე რჩება „ენჯეოების“ დაფინანსების 90 პროცენტზე მეტი.ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ყველაზე მსხვილი ამერიკული და ევროპული ფონდების, მათ შორის „დემოკრატიის ნაციონალური ფონდისა“ (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ (EED) ფინანსების გამჭვირვალობის შესახებ. თუმცა, ვერ მივაღწიეთ ვერავითარ პროგრესს ამ ფონდების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხით. ჩვენ ვერ ვიქნებით კონკრეტული ელჩების კეთილგანწყობის იმედად. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს უსაფრთხოება სხვადასხვა მხრიდან არის დასაცავი. ასეთ პირობებში, მიგვაჩნია, რომ „ენჯეოების“ გამჭვირვალობას საქართველოში ალტერნატივა არა აქვს. რადიკალურმა ოპოზიციამ, „ენჯეოებმა“ და მათმა ლობისტებმა შარშან შეცდომაში შეიყვანეს ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც საკუთარი ხელით ათქმევინეს უარი კანონზე, რომელიც მათ წინაშე „ენჯეოების“ ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას ითვალისწინებდა.ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ქართული საზოგადოების ღირსების დაცვა ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობაა. საზოგადოების მოტყუება არავის უნდა შერჩეს. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით. ყველას გახსოვთ, რომ ჩვენ შარშან, კანონპროექტის ინიცირებისთანავე, გამოვთქვით მზადყოფნა, რომ მზად ვიყავით, ტერმინი "უცხოური გავლენის აგენტი“ სხვა ტერმინით ჩაგვენაცვლებინა. ჩვენს მიერ დღეს დაინიცირებულ კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია. შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას - უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. ეს არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი, რომელსაც კეთილსინდისიერებაზე თუნდაც ფორმალური პრეტენზიის მქონე ნებისმიერი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს. შესაბამისად, კანონპროექტის შინაარსი კრიტიკის მინიმალურ საფუძველსაც კი არ იძლევა. კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული. როგორც მოგეხსენებათ, შარშან ჩვენ მივიღეთ ჰუმანური გადაწყვეტილება და ანგარიში გავუწიეთ საზოგადოების თუნდაც იმ ნაწილს, რომელიც შეცდომაში იყო შეყვანილი. გარდა ამისა, არსებობდა სერიოზული პროვოკაციების საფრთხე, რასაც ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიძლებოდა დაეყენებინა რისკის ქვეშ. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება კანონპროექტის გაწვევის შესახებ. ისიც არაერთხელ აღინიშნა, რომ კანონპროექტის გაწვევის მიუხედავად, ინიციატივამ მნიშვნელოვანწილად უკვე შეასრულა თავისი ფუნქცია. საზოგადოებამ გაიგო, რომ ორგანიზაციები, რომლებიც რევოლუციური პროცესების ეპიცენტრში იდგნენ, სინამდვილეში, არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოური ძალის ინტერესების წარმომადგენლები არიან.იმავდროულად, როგორც უკვე აღინიშნა, მნიშვნელოვნად შესუსტდა რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის უცხოური დაფინანსების პრაქტიკა. თუმცა, პრობლემა სრულად აღმოფხვრილი არ არის და უცხოური ძალის მიერ დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, კვლავაც რჩებიან რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის მთავარ წყაროდ საქართველოში. ჩვენ არაერთგზის ვცადეთ გამჭვირვალობის პრობლემის სრულად აღმოფხვრა, თუმცა, უშედეგოდ. პირვანდელი დაპირებების მიუხედავად, დონორებმა, საბოლოოდ, უარი თქვეს დაფინანსების გასაჯაროებაზე და ბოლოს, იმდენად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რომ უმაღლესი თანამდებობის პირების გზავნილებს ვეღარც პასუხობდნენ. იმ ვითარებაში, როდესაც სრულყოფილი შედეგი არ დადგა და საზოგადოებამაც ბევრად მეტი ინფორმაცია მიიღო საკითხის შესახებ, მიგვაჩნია, რომ კანონპროექტის ინიცირებას ალტერნატივა არა აქვს. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის არმიღების ლოგიკური პირობა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის პრაქტიკული უზრუნველყოფა იყო, რაც, სამწუხაროდ, საელჩოებთან და დონორებთან ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგაც ვერ იქნა მიღწეული. მეტიც, ვხედავთ, თუ როგორ იმატებს გაუმჭვირვალე ფულის შემოდინება საქართველოში არჩევნების მოახლოებასთან ერთად და ამ თანხების უდიდესი ნაწილი რადიკალური პარტიების, რადიკალური "ენჯეოებისა" და რადიკალური პროპაგანდისტული მედიის მხარდაჭერისკენ არის მიმართული. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, საქართველოში რადიკალიზმის მხარდაჭერა წინა 3 წელიწადთან შედარებით შესუსტებულია, ჩვენ არ გვაქვს მოდუნების უფლება, რადგან, როგორც ცნობილია, მოჩვენებითი სიჩუმე ხშირად ქარიშხლის მომასწავებელია. სამწუხაროდ, დონორები კვლავაც უარს ამბობენ, ქართველ ხალხს გაუმჟღავნონ, თუ ვის და რისთვის აფინანსებენ საქართველოში. სადაც დონორები არ აღიარებენ საკუთარ პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე, ქართველი ხალხის ინტერესების დაცვა ჩვენი, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.აქვე აღსანიშნავია, რომ ანალოგიური კანონები მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელსა და ავსტრალიაში, გასული წლის მანძილზე, ანალოგიური კანონების განხილვა დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, კანადაში, სლოვაკეთში და უკრაინაში, რაც დემოკრატიისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის საკითხის აქტუალობას დამატებით ადასტურებს. სახელმწიფოს სუვერენული უფლება და პასუხისმგებლობაა, ხალხისთვის და მისი დემოკრატიული მანდატით აღჭურვილი ხელისუფლებისთვის უზრუნველყოს ინფორმაციის გამჭვირვალობა უცხოური დაფინანსების შესახებ. შარშან რადიკალურმა ოპოზიციამ, "ენჯეოებმა" და მათმა ლობისტებმა მიზანმიმართულად ჩაშალეს საგნობრივი დისკუსია კანონპროექტთან დაკავშირებით, რადგან თავად ყველაზე უკეთ იცოდნენ, რომ სათქმელი არაფერი ჰქონდათ და ყველა მათი ე.წ. არგუმენტი ცარიელი სიცრუე იყო.წელს ყველას მოუწევს საგნობრივ დისკუსიაში შემოსვლა, რაც საზოგადოებას დაანახებს, თუ რა მასშტაბის სიცრუე აკადრეს მათ ქართულ საზოგადოებას. კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" გრძელვადიან პერსპექტივაში დააზღვევს საქართველოს ქვეყანაში არეულობის ხელოვნურად გამოწვევის იმგვარი მცდელობებისგან, რომლის გამოვლაც ქვეყანას 2020 წლიდან მოუწია. სუვერენიტეტის, მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა ჩვენი უპირველესი პასუხისმგებლობაა ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე“, - აღნიშნულია საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებაში, რომელიც მდინარაძემ წაიკითხა.