ჯორჯინა უზკატეგი ილია თოფურიასთან დაკავშირებით დუმილს არღვევს
1782197449
ალიანსზე ნათქვამი გვაქვს, რომ ალიანსი არ არის ერთი პარტია, არც ერთიანი სია, ალიანსი არის მუშაობის ფორმატი, ვმუშაობთ ჯორებივით, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
გვარამიას თქმით, ოპოზიციის ალიანსი რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს და ვისაც უნდა, შეუძლია მონაწილეობის მიღება.
„ალიანსზე ნათქვამი გვაქვს, რომ ალიანსი არ არის ერთი პარტია, არც ერთიანი სია, ალიანსი არის მუშაობის ფორმატი, სამუშაო კი არა, მუშაობის ფორმატი. ვმუშაობთ ჯორებივით. ახლა იქნება პრაქტიკულად, რეგიონში ერთთვიანი გასვლა. მე აქ მომიწევს წინ და უკან სიარული, რადგან პროცესებია. ვისაც უნდა, ამაში მონაწილეობა მიიღოს, ვისაც არ უნდა, ნუ მიიღებს. არავინ არავის არაფერს ექაჩება“, – განაცხადა გვარამიამ.
კითხვაზე, „პოლიტიკაში ისეთი ბრალდება, რომ ფულის სანაცვლოდ რაღაც გააკეთე და ფული აიღე, მძიმე ბრალდებაა. რატომ სჭირდება მიხეილ სააკაშვილს ასეთი თავდასხმა?“ რაზეც გვარამიამ აღნიშნა:
„ალბათ, ასეა, მაგრამ მე რატომ მეკითხებით? იქ თანაგუნდელები ერთმანეთს თავს ესხმიან და ჩემზე რა გაგიკვირდათ? ეს ჩემთვის აქტუალური თემა არ არის. უკვე გითხარით, რომ ის პოსტი იმიტომ დავდე, რომ თავდასხმებზე აღარ ვუპასუხო. ეს ჩემთვის მომაბეზრებელი და არასერიოზულია. სხვების არასერიოზულობა ჩემი პრობლემა არ არის“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.