"ნაცმოძრაობის" პარლამენტიდან გასვლა პრობლემა არაა - ბექა დავითულიანი

ბექა დავითულიანი

"თუ უნდათ, გავიდნენ პარლამენტიდან, არ არის პრობლემა. მათი არჩევანია, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის" არათანმიმდევრული განცხადებები და არათანმიმდევრული პოლიტიკა აზიანებს ოპოზიციასაც და მთლიანად პოლიტიკურ პროცესსაც", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

„მათგან რაიმე კონსტრუქციული ნაბიჯის მოლოდინი პრაქტიკულად არ არსებობს“, - განაცხადა დავითულიანმა.

"მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით, ოპოზიციის ნაწილი ისევ მანდატების დათმობაზე ალაპარაკდა.