ქალების მიმართ შიშის გამო, ეს კაცი 56 წელია სამყაროსგან იზოლირებულია

კაცი

მოხუცი კაცი რუანდიდან ქალების მიმართ შიშის გამო, იძულებული გახდა 56 წლით იზოლირებულ იყოს სამყაროსგან. 

71 წლის კალიტქსე ნზამვიტი ჩაიკეტა საკუთარ სახლში, როდესაც ის 16 წლის იყო. ის იძულებული გახდა დისტანცირება მოეხდინა ქალებისგან, რომლებიც, მისი თქმით, მასში „საშინელ შიშს" ბადებდნენ . მოგვიანებით, დამატებითი დაცვის მიზნით, მამაკაცმა თავის ნაკვეთს ოთხნახევარი მეტრის სიმაღლის ღობე შემოავლო.

მისი განცხადებით, ბარიერი იმიტომ აღმართა, რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები არ მიუახლოვდნენ მას.

მამაკაცის ერთ-ერთმა მეზობელმა დაადასტურა, რომ ის ბავშვობიდანვე თითქმის არასდროს ტოვებდა საკუთარ სახლს. ამავე დროს, მამაკაცი გადარჩა მხოლოდ თანასოფლელების წყალობით, რომლებიც მასზე ზრუნავენ.

„უცნაურია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მას ქალების ეშინია, ჩვენ ვართ ისინი, ვისაც მისთვის მოაქვს საკვები და სხვა აუცილებელი ნივთები. თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია მასთან მიახლოება და საუბარი. უბრალოდ შესასვლელში ვტოვებთ ყველაფერს, მერე მოდის და საჭმელსა და ნივთებს თავად იღებს“, - ამბობდა ერთ-ერთმა მეზობლის ქალმა.

მეზობლები ამბობენ, რომ თუ ნზამვიტი სახლთან ახლოს ხედავს ქალს, ის სახლში შერბის და იქ იკეტება.

ამ დაავადებას, რომელიც ამ მამაკაცს აწუხებს გინოფობია ან გინეკოფობია ეწოდება - ეს არის ქალების მიმართ აკვიატებული შიში, სპეციფიკური სოციალური ფობიის ტიპი. ლათინური ტერმინი horror feminae წარსულში ასევე გამოიყენებოდა სხვადასხვა უცხოურ ლიტერატურაში.

ამ ფობიით დაავადებულებმა შეიძლება განიცადონ შფოთვა მარტო ქალებზე ფიქრითაც კი.

ექიმების დაკვირვებით გინოფობიათი დაავადებულებს ასევე აღენიშნებათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ხშირი პანიკური შეტევები, ტკივილი გულმკერდის არეში, ჭარბი ოფლიანობა და პრობლემები საჭმლის მომნელებელ ორგანოებში.