პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ნაცმოძრაობას“ ქვეყანა, ჟარგონზე რომ ვთქვათ, ფეხზე ჰკიდია, ეს არის მათი განწყობა", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კობახიძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების კრიტიკულ შეფასებებს, რომელებიც უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან მიმართებით, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას უკავშირდება.
„ეს აჩვენებს მათ დამოკიდებულებას არა მარტო ხელისუფლების მიმართ, არამედ ქვეყნის მიმართ. როდესაც ქვეყანას ასე მოიხსენიებ, როდესაც ქვეყანას ამ "ფეიკებით" ასე ახასიათებ, ბუნებრივია, აქ ჩანს ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება, ეს არის ტოტალურად არაპატრიოტული პოლიტიკური ძალა. ომში ჩართვაც მაგიტომ უნდათ ზუსტად, ანუ მათ არ აქვთ პატრიოტიზმის ნიშანწყალი.
ეს იყო მათი მთავარი პრობლემა ყოველთვის იქიდან მოყოლებული, როდესაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, 2008 წელს, როდესაც ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას ჩააბარეს, ესეც ზუსტად იმავეს გამო გააკეთეს, მათ არ ჰქონდათ პატრიოტიზმის ნიშანწყალი და დღეს რასაც აკეთებენ, იგივე ეს განცხადებები, ესეც არის ზუსტად იმის გამოხატულება, რომ მათ აქვთ ნულოვანი პატრიოტიზმი. მათ საერთოდ არ აინტერესებთ ქვეყანა. „ნაცმოძრაობას“ ქვეყანა ჟარგონზე რომ ვთქვათ, ფეხზე ჰკიდია.
ეს არის მათი განწყობა, მათი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პოლიტიკურ ძალას შესაბამისი პასუხი უნდა გავცეთ და პასუხი უნდა იყოს მარტივი. ეს პოლიტიკური ძალა მაქსიმალურად უნდა დასუსტდეს იმისათვის, რომ პოლარიზაციის ხარისხი შემცირდეს, იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ომი არ დავუშვათ და იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანას მშვიდობა და განვითარება ჰქონდეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.