„ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე გათბება“ - უახლოესი დღეების პროგნოზი
1759434008
4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციამდე ერთი დღით ადრე, მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ არჩევნების გარდა, ხელისუფლების შეცვლის ყველა გზა არალეგიტიმურია, რასაც კანონის მკაცრი რეაგირება მოჰყვება.
"ქართული ოცნების" წევრის, გია ვოლსკის თქმით, ლიდერობა საკუთარ ხელში "ნაციონალურმა მოძრაობამ" აიღო და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ნამდვილი სახე გამოაჩინეს.
"აღარაფერს აღარ მალავენ - სრულიად მოიხსნეს ნიღბები და გახსნეს კარტი, "ნაცმოძრაობა" გამოვიდა წინა პლანზე. ახლა დავინახავთ, როგორ გაამართლებენ თავიანთ მონაწილეობას ამ დანაშაულებრივ, საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ მიმართულ აქციაში ის ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ არავითარი "ნაცმოძრაობა", "ნაცმოძრაობის" სისხლიანი წარსული ჩვენთვის მიუღებელიაო და ა.შ." - აცხადებს გია ვოლსკი.