„ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ნო

 „ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ზვიად კუპრავას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზვიად კუპრავა პირველ ოქტომბერს დააკავა. მას ბრალდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას ედავება, რაც სასჯელის სახით ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.