ღამით უკრაინაზე რუსეთის იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 11 ადამიანი

სასწრაფო

ღამით რუსეთის მიერ უკრაინაზე იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.

რუსეთი თავს დაესხა დონეცკის, ხარკოვისა და ხერსონის რეგიონებს. შედეგად, დონეცკის რეგიონში დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა ოთხი ადამიანი.

დრონების სამიზნე გახდა ხერსონის რეგიონში ათობით დასახლება, მათ შორის ანტონივკა, იანტარნე, ტიახინკა და ქალაქი ხერსონი.

დაზიანდა ორი მაღალსართულიანი შენობა და 11 კერძო სახლი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში სულ ხუთი ადამიანი დაშავდა. ხარკოვის რეგიონში რუსეთმა 13 რაკეტით იერიში 10 სოფელზე მიიტანა, დაშავებულია ორი ადამიანი. ამასთან, დაზიანდა კერძო სახლები, საწყობები და ფერმა.