1732386875
„ნაციონალური მოძრაობა“ ვერც განახლებას ახერხებს და მიხეილ სააკაშვილი ამ პარტიისთვის მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად რჩება - არჩილ თალაკვაძე
„"ნაციონალურ მოძრაობაში" მთელი სტრუქტურული რეორგანიზაცია გააკეთეს იმისთვის, რომ მელია და მის მიერ წარდგენილი ადამიანები ფარის უკან გადაეყვანათ", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
"თქვენ იცით, რომ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ლიდერებად მათი გუნდის წინა ვერსია წარადგინა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერც განახლებას ახერხებს და მიხეილ სააკაშვილი რჩება მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად ამ პარტიისთვის“, - განაცხადა თალაკვაძემ.