რა ქონებას ფლობენ მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრები საქართველოში და საზღვარგარეთ

mikheil saakashvili

რა ქონებას ფლობენ მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრები საქართველოში და საზღვარგარეთ - ამ თემასთან დაკავშირებით ქართულ თუ უცხოურ მედიაში ბევრი დაწერილა. ასევე, ბოლო წლებში, მედიაში, არა ერთხელ დაწერილა ინფორმაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში სააკაშვილის ძვირად ღირებულ აპარტამენტებზე, ხშირად იბეჭდება ცნობები სააკაშვილისა და დედამისის ქონების შესახებ უკრაინაში.

სპეციალისტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის, გიული და თემურ ალასანიების ოფიციალური შემოსავალი არ იქნებოდა საკმარისი ამ ქონების შესაძენად.

როგორც ცნობილია, ყვარელში სააკაშვილის საკუთრება - ჯამში 8 635 კვ.მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთები და სახლია.

მიწის ნაკვეთებს ყვარელში ფლობს ექსპრეზიდენტის დედაც, გიული ალასანია. გიული ალასანიამ 1 898 კვ მეტრ მიწაში 2 ათასი ლარი გადაიხადა, ანუ ერთ კვადრატში დაახლოებით 1.05 თეთრი.

სარგებლობდა თუ არა შვილის პრეზიდენტობის დროს მისი თანამდებობით, გიული ალასანია ასე პასუხობს:

„არანაირად, პირიქით ძალიან დაჩაგრულები ვიყავით ოჯახის წევრები სწორედ იმის გამო, რომ მისი ოჯახის წევრები ვიყავით“,- ამბობს გიული ალასანია.

ამასთან, ცნობილია გიული ალასანიას მფლობელობაში არსებული „საქართველოს უნივერსიტეტისთვის“ ქონების გადაცემის საკითხიც.

მეტი ინფორმაცია იხილეთ ვიდეოში: