პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების საკითხზე პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ ჯგუფებში ჩართვის საკითხზე პარტიაში მსჯელობა მიმდინარეობს.
ბოტკოველის თქმით, ეს მსჯელობა ევროპარლამენტარების თხოვნის შემდეგ დაიწყო.
„მიუხედავად ჩვენი არგუმენტებისა, მათი [ევროპარლამენტარების] თხოვნა იყო, ნებისმიერი საშუალება გამოგვეყენებინა ოპოზიციას იმისათვის, რომ არ მიგვეცა საშუალება ქართული ოცნებისათვის, რომ ეს პროცესი რამენაირად ჩიხში შეეყვანა და ოპოზიციისკენ გაეშვირა ხელი. ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენთვის მათი ეს გზავნილი მნიშვნელოვანია, ეს განმსაზღვრელიც არის. ჩვენ პარტიაში დავიწყეთ ამაზე მსჯელობა და საუბარი, რომ შესაძლოა ეს ბოლო სასაუბროც კი აღვუკვეთოთ ქართულ ოცნებას და, მათ შორის, სამუშაო ჯგუფებშიც მივიღოთ მონაწილეობა. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ექსპერტებთან - ვენეციის კომისიასა და სტრასბურგის შესაბამის ინსტიტუციებთან, რომ ამ პროცესში ჩვენ სტატისტიკური მონაწილეები კი არ ვიყოთ, კონკრეტული კანონპროექტები შევთავაზოთ. ჩვენ არ უნდა მივცეთ ქართულ ოცნებას 12-პუნქტიანი გეგმის ინტერპრეტაციის საშუელება, რის საშიშროებასაც ვხედავთ“. - ამბობს ის „პალიტრანიუსის“ ეთერში.
ცნობისთვის, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭების შემდეგ ქართულმა ოცნებამ წარადგინა გეგმა, თუ როგორ აპირებს EU-ს მიერ შექმნილი 12 პუნქტის შესრულებას. სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ იღებს.