ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს კარლ ჰარცელს, რომელმაც დიდი საქმე გასწია ევროკავშირი - საქართველოს ურთიერთოებებისთვის - ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების პრესსპიკერი

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების პრესსპიკერი

ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს კარლ ჰარცელს, რომელმაც დიდი საქმე გასწია ევროკავშირი - საქართველოს ურთიერთობებისთვის - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა.

„რეფორმებისა და ევროკავშირის დღის წესრიგის განხორციელება ადგილობრივი პოლიტიკოსების ამოცანაა. სხვების დადანაშაულება საკუთარ შეუსრულებელ ამბიციებში მხოლოდ ადასტურებს აუცილებლობას, გქონდეთ მეტი დრო რომ გაიგოთ როგორ მუშაობს ევროკავშირი და რომ რეფორმები საშინაო დავალებაა“, - წერს პიტერ სტანო.

ცნობისთვის, მმართველი გუნდის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში.