1732386875
„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებს ქმნის - ხაბეიშვილი
„ნაციონალური მოძრაობა“ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტატებს ქმნის. ამის შესახებ „ენმ-ის“ პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„პირველი გადაწყვეტილება, რასაც მივიღებ, იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის შექმნა, მათი უზრუნველყოფა ლოგისტიკით, ინფრასტრუქტურით. მათ შორის, პარტიის ფინანსების მიმართვა მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლების შტაბებისთვის.
საზოგადოებამ იცის, რომ მიმდინარეობდა კონსულტაციები ამ მიზნით და ერთ კანდიდატთან, ეს იყო გიორგი ჩალაძე. მას ეყოლება გუნდი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას ამ შტაბების ჩამოყალიბებასა და მუშაობის გამართვაზე.
„ნაციონალური მოძრაობა“ აიღებს პასუხისმგებლობას შტაბებისთვის ფინანსების მიმართვასა და ლოგისტიკაზე. ეს შტაბი იქნება ზეპარტიული და მასში გაწევრიანება ყველას შეეძლება“, - აცხადებს ხაბეიშვილი.