თუ ნაძვის ხის დადგმა უკვე გადაწყვიტეთ, ეს უნდა იცოდეთ
1732728323
ქართველი ხლისტების მორალით, სახელმწიფო გადატრიალების გზით თვითონ თუ ხელისუფლებაში მოდიან ნორმაა, მაგრამ თუ ხელისუფლებაში მყოფი მათი ოპონენტი ქვეყნის ომში ჩართვისგან აცილებას ცდილობს - დანაშაული, თუ თვითონ, სისტემურ დანაშაულებს ჩადიან ციხეებში, მასობრივად აწამებენ, ეს ნორმაა, მაგრამ თუ მათიანს ციხეში ელარჯს არ მიართმევენ ან დაუმორჩილებლობის შემთხვევაში იძულებით გადაიყვანენ ციხიდან ციხეში ეს დანაშაულია - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.
მისი თქმით, ლაფში ჩაფლულები ტალახს სხვას ესვრიან, ქვეყნის მოღალატეები ღალატის იარლიყის მიწებებას სხვებზე ცდილობენ, საბჭოურ რუპორად ქცეული საკუთარი მედია საშუალებებით, ხლისტურ-საბჭოურ მორალს ამკვიდრებენ და ამას დემოკრატიად ასაღებენ.
„საბჭოთა მორალის ხლისტები საქართველოში რამდენიმე დღეა ვუსმენთ და ვუყურებთ ნაცი და განაცებული ქართული ოპოზიციის სასოწარკვეთილ, მიზანს აცდენილ მცდელობებს, ორი პიროვნების სატელეფონო საუბრის უკანონო ფარული ჩანაწერი ჯერ ბიძინა ივანიშვილსა და სანქცირებულ რუს ოლიგარქს შორის საუბრად გაასაღოს, ხოლო შემდეგ როგორმე დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ეს საუბარი იყო სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო, პრორუსული, ანტიქართული, ანტიდემოკრატიული და მოღალატეობრივი ქმედება. მამალი ნაცების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა (გიგი უგულავამ) აღნიშნა, ბიძინა უკრაინის უბედურებაზეც კი ფულის კეთებას ცდილობს, ხომ ხედავთ, სატელეფონო საუბრისას „ზერნოს“ ხსენებაზე როგორ წამოენთო თვალებიო (აუდიოჩანაწერში დაინახა!), მეორე მამალი ნაცი (ნიკა გვარამია) უფრო შორს წავიდა და ამტკიცებდა, „ზერნო“ ხორბალი კი არა, დაშიფრული სიტყვაა და საბრძოლო იარაღს ნიშნავსო (მაგას ვინ მოატყუებს რამეს?). იქვე ერთ-ერთი განაცებული NGO-ს ლიდერი (ეკა გიგაური) გამოდის და ეხმარება თავის შეფებს - მე ღრმად შევისწავლე ეგ საკითხი და ისიც დავადგინე, რომ ბიძინას რუსეთში სულ მცირე ერთი კომპანია მაინც დაუტოვებია, ხოლო მასთან ტელეფონით მოსაუბრე რუსი ბიზნესმენი სამხედრო მრეწველობაში ჩართული და ევროპა-ამერიკის მიერ სანქცირებული პუტინის ოლიგარქია და რა მნიშვნელობა აქვს, საუბრამდე დაედო სანქცია თუ საუბრის შემდეგ, ან რაზე ელაპარაკებოდა მას ბიძინა. ეს კაცი ამტკიცებს, ბიძინასთან არც პოლიტიკა არც ბიზნესი არ მაკავშირებდა და არც მაკავშირებსო, უბრალოდ მეგობარიაო. თურმე ასეთ კაცთან გამარჯობის თქმა ან ლაპარაკი ქვეყნის ღალატია. მოკლედ, ქართველი ხლისტების მორალით, თუ თვითონ ოპონენტს უკანონოდ უსმენენ, ეს ნორმაა, მაგრამ თუ მათ უსმენენ - დანაშაული, თუ თვითონ, სისტემურ დანაშაულებს ჩადიან ციხეებში, მასობრივად აწამებენ, ეს ნორმაა, მაგრამ თუ მათიანს ციხეში ელარჯს არ მიართმევენ ან დაუმორჩილებლობის შემთხვევაში იძულებით გადაიყვანენ ციხიდან ციხეში ეს დანაშაულია. სახელმწიფო გადატრიალების გზით თვითონ თუ ხელისუფლებაში მოდიან ნორმაა, მაგრამ თუ ხელისუფლებაში მყოფი მათი ოპონენტი ქვეყნის ომში ჩართვისგან აცილებას ცდილობს, ეს დანაშაულია, თუ მათიანი სახელმწიფო საზღვარს უკანონოდ გადმოკვეთს, ნორმაა, თუ სხვა იგივეს ჩაიდენს - დანაშაული. თვითონ რომ ქვეყნის ტერიტორიებს რუსზე ასხვისებენ, ნორმაა, მაგრამ თუ ბიზნესმენი ივანიშვილი მეგობარ რუს ბიზნესმენს ტელეფონზე ესაუბრება, დანაშაული.
თუ თვითონ ევროპარლამენტის ისეთ რეზოლუციას აწერენ ხელს, რომლითაც ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებენ, ეს ნორმაა, მაგრამ თუ დღევანდელი ხელუსუფლება ომის თავიდან აცილებას ცდილობს, რათა არ დაკარგოს დამატებით ტერიტორიები და არ გავიჟლიტოთ უთანასწორო ომში, ეს სიმხდალეა და დანაშაული. ესაა მათი საბჭოთა ხლისტური მორალი- ლაფში ჩაფლულები ტალახს სხვას ესვრიან, ქვეყნის მოღალატეები ღალატის იარლიყის მიწებებას სხვებზე ცდილობენ, საბჭოურ რუპორად ქცეული საკუთარი მედია საშუალებებით. ხლისტურ-საბჭოურ მორალს ამკვიდრებენ და ამას დემოკრატიად ასაღებენ. ეს ყველაფერი არც პოლიტიკოსობაა, არც უფლებადამცველობა და არც ჟურნალისტობაა, ეს არც ორმაგი სტანდარტია, ვინაიდან ეს სტანდარტებისა და სამართლის მიღმაა და უბრალოდ,- მათი საბჭოთა-ხლისტური აზროვნებაა, რომლის ნორმად დამკვიდრებასაც ცდილობენ საკუთარი საბჭოთა მედია საშუალებებით. უბედურებაა ის, რომ ნაც-კრიმინალების ასეთ ნაბოდვარებს ვიღაცეები ჯერ კიდევ სერიოზულად აღიქვამენ და „სიღრმისეულად“ განიხილავენ. თუმცა, იმედის მომცემია, რომ ჩვენი მოქალაქეების გახლისტების ტემპები არათუ შენელებული, არამედ თითქმის შეჩერებულია და უკვე 10 წელია, მათი ოდენობა მოსახლეობის ¼-ს ვერ სცილდება" - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1732726137
ვინ იქნება საქართველოს პირველი ლედი
1732709039