1692302192
ნანა კაკაბაძე ევროკომისიის მიერ შემუშავებულ „ლგბტქ ახალ სტრატეგიაზე“: ჩვენი მთავარი მიზანია, ევროკავშირის ეს მიდგომა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გახსნას ღია დისკუსია საზოგადოებაში

მეორე დღეა, შეფასებების თემაა "ნეიტრალური საქართველოს" მოთხოვნა, რომელიც ხელისუფლებას მოუწოდებს, ევროინტეგრაციის გეგმას გადახედოს და ამ საკითხზე რეფერენდუმი ჩაატაროს. მოძრაობამ ვრცელი განცხადება გუშინ გაავრცელა და ისაუბრა ევროკომისიის მიერ შემუშავებულ "ლგბტქ ახალ სტრატეგიაზე".
2026-2030 წლის დოკუმენტში, ევროკომისია სხვადასხვა ზომას ადგენს, მათ შორისაა არასრულწლოვანებისთვის სქესის შეცვლის გამარტივებული პროცედურები. დოკუმენტის თანახმად, გაუქმებულია სქესის განსაზღვრის ასაკობრივი შეზღუდვები და გენდერის არჩევისას აღარ არის საჭირო არასრულწლოვანის სამედიცინო შეფასება. ასევე, არასრულწლოვანი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, თავად აირჩევს, გოგოა თუ ბიჭი.
ახალი სტრატეგია ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ეკუთვნის. საუბარია იმაზეც, რომ იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც სტრატეგიას არ გაითვალისწინებენ, შესაძლოა, ევროკავშირის დაფინანსება შეუწყვიტონ.
"ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ეს ინიციატივა და უკვე ფაქტობრივად კანონად ქცეული ეს მიდგომა ევროკავშირის, გახდეს საზოგადოებისთვის ცნობილი, ამიტომ ჩვენ ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ გახსნას ამ თემასთან დაკავშირებით ღია დისკუსია საზოგადოებაში და ასევე, გამოვედით ინიციატივით, რომ ჩატარდეს რეფერენდუმი, რამდენად სურს ქართველ ხალხს ისეთ კავშირში გაერთიანება, სადაც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ არსებული კანონმდებლობა უნდა აიკრძალოს და, საერთოდ, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა უნდა იქნას სისხლისსამართლებრივად დასჯილი და ასევე ის, რომ თურმე არასრულწლოვან ბავშვებს უნდა მიეცეთ სქესის შეცვლის უფლება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაინტერესებს ასეთ გაერთიანებაში რამდენად სურს ქართველ ხალხს, რომ იყოს საქართველოც", - აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე.