საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოღების საქმეზე, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს

პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა

საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოღების საქმეზე, პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს. ეს თავად ბრალდებულების მოთხოვნა იყო, რადგან ორი დღის წინ, რუსთავის ციხეში შესულ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მათ ჩვენება არ მისცეს.

კითხვები შეეხებოდა იმას, თუ რა კავშირი აქვთ ბექა ჭულუხაძესთან, რომლისგანაც ამოღებულია დიდძალი იარაღი, ასევე კითხვები დაუსვეს 4 ოქტომბრის დამხობის გეგმასთან დაკავშირებით.