შალვა პაპუაშვილი - არ ვიცი, რამდენად აცნობიერებენ ევროკავშირის დედაქალაქებში, რომ „მშვიდობის პროექტი“ სულ უფრო მეტად ემსგავსება „ომის პროექტს“, თუმცა, ფაქტია, თბილისის ქუჩის ომების უკან ბრიუსელი დგას

 შალვა პაპუაშვილი

არ ვიცი, რამდენად აცნობიერებენ ევროკავშირის დედაქალაქებში, რომ „მშვიდობის პროექტი“ სულ უფრო მეტად ემსგავსება „ომის პროექტს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ამაზე თავად ევროკავშირის ლიდერებმა უნდა იმსჯელონ. თუმცა, ფაქტი ერთია – თბილისის ქუჩის ომების უკან ბრიუსელი დგას“,- წერს პაპუაშვილი და აზიარებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას, რომელმაც განაცხადა – „ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას ბრიუსელის სამხედრო გეგმების წინააღმდეგ, არ შეგვიძლია, უმოქმედოდ ვიყოთ“.