თავისუფლების მოედანზე სცენის დემონტაჟი მიმდინარეობს

აქცია

თავისუფლების მოედანზე კვლავ სიმშვიდეა. ამ წუთებში იმ სცენის დემონტაჟი მიმდინარეობს, რომელიც დღევანდელი საპროტესტო აქციისთვის სპეციალურად ააგეს.

ასევე, ტერიტორიაზე აღარ იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და საპატრულო ეკიპაჟები, თუმცა, ლეონიძის ქუჩაზე ჯერაც რჩება სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები.

ამასთან, ამ დრომდე არ არის აღდგენილი საავტომობილო მოძრაობა.