პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე, რომელიც 6 თებერვალს გაიმართა, პარტიის პოლიტსაბჭოს მდივანი, კობა ნაყოფია ლევან ბეჟაშვილმა ჩაანაცვლა. ყრილობაზე, ასევე აირჩიეს გენერალური მდივანი, რომელიც ისევ პეტრე ცისკარიშვილი გახდა.
შეკრებაზე პარტიის ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი უკვე ოფიციალურად დაამტკიცეს. ყრილობას არ დაესწრო პარტიის უკვე ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახლად არჩეულმა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა პარტიის წესდებაში შეტანილი ცვლილებების შესახებ ისაუბრა.
ახალი წესდებით, რომელიც ყრილობაზე დამტკიცა, პარტიის და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს 4 წლის ნაცვლად 2 წლის ვადით აირჩევენ. შესაბამისად, მომდევნო არჩევნები 2025 წელს ჩატარდება.
მეორე ცვლილება უკავშირდება რეგიონალური საბჭოების შემოღებას. რეგიონალური საბჭოები ყველა რეგიონში, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის გათვალისწინებით შეიქმნება ასევე, განსაზღვრული გვაქვს, რომ პოლიტსაბჭოს უფლებამოსილება 4 წლის ნაცვლად, 2 წლის ვადით იქნება დადგენილი.
შესაბამისად, პოლისტაბჭოს თავმჯდომარის არჩევნებიც 2 წელიწადში ერთხელ ჩატარდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომ რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების არჩევითობა სავალდებულო წესით იქნება, არა უმეტეს 2 წლის ვადით".
უკვე ცნობილია პოლიტსაბჭოს წევრების ვინაობა.
ესენი არიან: ლევან ხაბეიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, ხატია დეკანოიძე, გიორგი ბოტკოველი, დავით კირკიტაძე, დავით ხაჯიშვილი, დევი ჭანკოტაძე, ანი წითლიძე, სულხან სიბაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, აკაკი მინაშვილი, აბდულა ისმაილოვი, რომან გოცირიძე, გიორგი გოდაბრელიძე, თეიმურაზ ჯანაშია, ეკატერინე ხერხეულიძე, ელგუჯა ბაგრატიონი, ლევან ანთაძე, გია აბულაძე, მამული სურმანიძე, გიორგი კირთაძე, გიორგი ბარამიძე, ირაკლი ქავთარაძე, გიორგი ჩალაძე, პეტრე ცისკარიშვილი, ირაკლი ნადირაძე, ლილე ლიპარტელიანი, ბადრი ბასიშვილი, დიმიტრი შაშკინი, ირაკლი ფავლენიშვილი, ლაშა ფარულავა, ირაკლი ქავთარაძე, გია ხარჩილავა.
მას შემდეგ რაც არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა, კობა ნაყოფიამ, გიორგი პატარაიამ, აკო მინაშვილმა და ბაჩო დოლიძემ პარტიული თანამდებობები დატოვეს. ასევე, ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა გიორგი კირთაძემ.