ჯარიმა 3000 ლარამდე იზრდება - ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება
1727946611
„საქართველოსთვის ამ რთულ დროს, რაც საზოგადოების დაყოფის შეჩერებას გულისხმობს, პრეზიდენტ ზურაბიშვილის ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის – ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მისი ძალისხმევა მხარდაჭერილი უნდა იქნეს ყოველმხრივ, რათა მოხდეს შეთანხმების მიღწევა საქართველოს წინსვლისთვის.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ამ დროს, როცა სტაბილურობა, უსაფრთხოება ასეთი საჭიროა. მე ყველა მხარეს მოვუწოდებ, მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში. როგორც ვიცი, ჩართულნი არიან როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და ყველანი საქართველოს საზოგადოების მნიშვნელოვანი წევრები არიან. მათ ყველას აქვთ საკუთარი ხმა, რათა შეაჩერონ საზოგადოების დაყოფის პროცესი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.