უნდა მოინათლოს თუ არა ბავშვი სასწრაფოდ, როდესაც ოჯახში ვინმე გარდაიცვლება - ეკლესიის განმარტება
1789584607
ის შედეგები, რაც ჩვენ გვაქვს ენერგეტიკის სფეროში თითოეული თქვენგანის დამსახურებაა და ამისათვის მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ, დღეს, ვმუშაობთ არამხოლოდ ამ შედეგების შენარჩუნებაზე, არამედ ჩვენი ენერგეტიკის სისტემისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე, რაც ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურმა ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ საფუძველი ჩაეყარა ახალ ხედვას, რომლის მიხედვითაც განვითარდება ქვეყნის ენერგეტიკული სისტემა მომდევნო 10 წლის განმავლობაში.
„გილოცავთ პროფესიულ დღეს! დღეს, აღინიშნება ენერგეტიკოსის დღე ძალიან საინტერესო ადგილას - ეს არის ჰესი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა და ამოქმედდა 1927 წლიდან და რომელსაც აქვს საუკუნოვანი ისტორია. ეს იყო ერთ-ერთი პირველი მძლავრი ჰესი საქართველოს ისტორიაში და ამ დღიდან გარდამტეხი ცვლილებები შევიდა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში.
დღესაც, რა თქმა უნდა და დღეს კიდევ უფრო მეტად ენერგეტიკა ასრულებს განსაკუთრებულ როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და სამომავლოდაც ენერგეტიკის განვითარება დარჩება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად.
ის შედეგები, რაც ჩვენ გვაქვს ენერგეტიკის სფეროში თითოეული თქვენგანის, თითოეული ენერგეტიკოსის დამსახურებაა. თქვენი შრომის, პროფესიონალიზმის, თქვენი საინჟინრო მიღწევების დამსახურება და ამისათვის თითოეულ თქვენგანს მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ.
დღეს, ვმუშაობთ არამხოლოდ ამ შედეგების შენარჩუნებაზე, არამედ ჩვენი ენერგეტიკის სისტემის კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე, ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარებაზე, ეს არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.
გასული თვეების განმავლობაში, წელიწადზე მეტია, ხორციელდება უმნიშვნელოვანესი ცვლილებები ეკონომიკის სამინისტროში კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით და ამ ცვლილებებმა უკვე მოიტანა კონკრეტული ხელშესახები შედეგები, თუმცა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება ეს ყველაფერი მომდევნო წლებში, როდესაც შეიქმნება ახალი ენერგეტიკული ობიექტები და თვისებრივად ძლიერდება ჩვენი ენერგეტიკული სისტემა. იცით, რომ განხორციელდა ოპტიმიზაცია მრავალი მიმართულებით და საფუძველი ჩაეყარა ახალ ხედვას, რომლის მიხედვითაც განვითარდება ჩვენი ენერგეტიკული სისტემა მომდევნო 10 წლის განმავლობაში“, - აღნიშნა პრემიერმა.