"მოხარულები ვართ, რომ უზრუნველვყოფთ, მსოფლიომ დაინახოს, როგორ აძლევენ საქართველოს მოქალაქეები ხმას საკუთარი კანონმდებლობისა და კონსტიტუციის შესაბამისად" - უნგრელი დამკვირვებელი

უნგრელი დამკვირვებელი

2024 წლის საქართველოს საპარლამენტო 102 ადგილობრივი და 64 საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდება. საერთაშორისო დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უბანზე იმყოფებიან და აკვირდებიან პროცესს.

უნგრელი დამკვირვებელი ჟორჟ გონსალეს გალლარზას განცხადებით, მოხარულია, რომ იმყოფება საქართველოში და უზრუნველყოფენ პროცესს, რომლითაც მსოფლიო მიიღებს ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით.

"ჩამოვედით, რომ დავაკვირდეთ, როგორ აძლევენ საქართველოს მოქალაქეები ხმას. ვაკვირდებით დემოკრატიულ პროცესს. მოხარულები ვართ, რომ აქ ვიმყოფებით და უზრუნველვყოფთ, რომ მსოფლიომ დაინახოს, როგორ აძლევენ საქართველოს მოქალაქეები ხმას საკუთარი კანონმდებლობისა და კონსტიტუციის შესაბამისად", - განაცხადა უნგრელმა დამკვირვებელმა ჟორჟ გონსალეს გალლარზამ.

დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.