კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1741602679
"საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური წონის და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ჩვენ ამ ურთიერთობაში ვერც ვერაფერს გავაფუჭებთ სერიოზულად და ვერც ვერაფერს გამოვასწორებთ სერიოზულად. ეს სრულად არის ამერიკის შეერთებული შტატების ხელში," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
შალვა პაპუაშვილი აშშ-ში "მეგობარი აქტის" განხილვის გადადების საკითხსაც ეხმაურება.
"საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური წონის და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ჩვენ ამ ურთიერთობაში ვერც ვერაფერს გავაფუჭებთ სერიოზულად და ვერც ვერაფერს გამოვასწორებთ სერიოზულად. ეს სრულად არის ამერიკის შეერთებული შტატების ხელში. ამ ურთიერთობის გაფუჭებაც, სამწუხაროდ, მოხდა სწორედ წინა ადმინისტრაციის ხელით და მიზეზით და ამის გამოსწორებაც თავად ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლიათ. ჩვენ ნაკლებად შეგვიძლია ზემოქმედება იმაზე, თუ რა ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამიტომ, ამას აქტს დაუძახებს ვინმე თუ სხვას, ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას. ქართული საზოგადოება ამას შეჩვეულია", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
აქვე, პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურა იმ ფაქტსაც, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი არ ჰყავს. შალვა პაპუაშვილის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს და მთავრობის ერთ-ერთი ამოცანაა, არა მარტო შტატებში, არამედ სხვა ქვეყნებშიც ელჩები იყვნენ წარმოდგენილი.
"თავისთავად, მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიური მისია სრულად ფუნქციონირებდეს. ამიტომ, თავისთავად, ესეც არის ერთ-ერთი ამოცანა საგარეო საქმეთა სამინისტროს და მთავრობის, რომ რაც შეიძლება მალე იყოს, არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ზოგადად, ელჩების დანიშვნა. იცით, რომ ექსპრეზიდენტ ზურაბიშვილს საბოტაჟი ჰქონდა ამ მხრივაც, არ ნიშნავდა ელჩებს და ბევრ ქვეყანაში ჩვენ წლებია არ ვიყავით წარმოდგენილი ელჩით, იმიტომ რომ ქალბატონ ექსპრეზიდენტს ჰქონდა საკუთარი წარმოდგენები ქვეყანასთან დაკავშირებით", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.