პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი.
დოკუმენტის ერთ-ერთ თავში, სადაც ევროპასთან ალიანსის გაღრმავებაზე კეთდება აქცენტი, აღნიშნულია, რომ აშშ მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და მის ერთგულებას მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმების მიმართ.
„რამდენადაც ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ასევე ვიმუშავებთ სხვა დემოკრატიული ქვეყნების სტაბილურობისა და გამძლეობის გასაძლიერებლად. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ მისწრაფებებს და მათ ერთგულებას მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმების მიმართ. ჩვენ დავეხმარებით პარტნიორებს დასავლეთ ბალკანეთში დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების განმტკიცებაში. ჩვენ მხარს დავუჭერთ დიპლომატიურ ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის მოსაგვარებლად. გავაგრძელებთ თურქეთთან თანამშრომლობას დასავლეთთან მისი სტრატეგიული, პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციური კავშირების გასაძლიერებლად. ჩვენ ვიმუშავებთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად შექმნილი ლტოლვილთა კრიზისის სამართავად. ვიმუშავებთ ევროპისთვის ტერორისტული საფრთხეების აღკვეთაზე“, – აღნიშნულია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში.