პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ამერიკულ სპეცსამსახურებს ევროკავშირის მოქალაქეთა პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მიღებას უზღუდავს.
თეთრი სახლის ცნობით, განკარგულება ასევე ითვალისწინებს იუსტიციის დეპარტამენტში მონაცემთა დაცვის საკითხებში ახალი სასამართლოს შექმნას, რომელიც გააკონტროლებს, როგორ იღებენ და იყენებენ ამერიკული სპეცსამსახურები ინფორმაციას.
ახალი დადგენილება ასევე აფართოებს სამოქალაქო თავისუფლების დაცვის საკითხებში პასუხისმგებელ პირთა უფლებამოსილებას, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის (უწყება, რომელიც ახორციელებს სპეცსამსახურების საქმიანობაზე დაკვირვებას), გამოიძიოს მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებების შესაძლო დარღვევები.
გარდა ამისა, პრეზიდენტის დადგენილება მოითხოვს, ამერიკულმა სპეცსამსახურებმა მოაგროვონ მონაცემები მხოლოდ „ეროვნული უსაფრთხოების კონკრეტული, განსაზღვრული მიზნებისთვის“.
აღნიშნული დოკუმენტი მიიჩნევა ერთგვარ ნაბიჯად აშშ-სა და ევროკავშირს შორის პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით ახალი ტრანსატლანტიკური შეთანხმების დასრულებისკენ, რომელსაც 2023 წლის მარტში უნდა მოეწეროს ხელი.