ის (პუტინი) "რაციონალური მოთამაშეა", რომელმაც არასწორად გათვალა - ბაიდენი

ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უწოდებს "რაციონალურ მოთამაშეს", თუმცა, მიიჩნევს, რომ მან უკრაინაში შეჭრისას თავისი შესაძლებლობები ვერ გათვალა. ამის შესახებ ბაიდენმა ამერიკულ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

ბაიდენის თქმით, პუტინს ეგონა, რომ კიევი დედა რუსეთის სახლია და უკრაინელები ხელგაშლილი შეხვდებოდნენ და ჩაიხუტებდნენ.

რაც შეეხება რუსეთის მუქარას ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ, ბაიდენი თვლის, რომ პუტინი ამას არ გააკეთებს. შეკითხვას, როგორი იქნება აშშ-ის რეაქცია, თუ რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ჯო ბაიდენმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე უპასუხა, რომ თავდაცვის სამინისტროს ყველა ვარიანტი შემუშავებული აქვს.