მაგნიტური ქარიშხალი 2025 წლის სექტემბერში: ასტროლოგებმა თვის ყველაზე საყურადღებო თარიღები დაასახელეს
1757016593
კარიბის კრიზისის შემდეგ არმაგედონის საფრთხის წინაშე არასდროს ვყოფილვართ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
ჯო ბაიდენის თქმით, პუტინი არ ხუმრობს, როდესაც ბირთვული ტაქტიკური ან ბიოლოგიური თუ ქიმიური იარაღის პოტენციური გამოყენების შესახებ საუბრობს.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიო კარიბის კრიზისის შემდეგ არასდროს ყოფილა ასეთი დიდი საფრთხის წინაშე.
„პუტინი არ ხუმრობს, როდესაც საუბრობს ბირთვული ტაქტიკური ან ბიოლოგიური თუ ქიმიური იარაღის პოტენციური გამოყენების შესახებ, რადგანაც მისი შეიარაღებული ძალები, შეიძლება ითქვას, საქმეს ვერ ასრულებენ. მე არ ვფიქრობ, რომ არსებობს შესაძლებლობა ბირთვული ტაქტიკური იარაღი მსუბუქად გამოიყენო და ყველაფერი არმაგედონით არ დაასრულო“, – განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენის თქმით, აშშ-ის ოფიციალური პირები ეძებენ შექმნილი მდგომარეობიდან დიპლომატიურ გამოსავალს.