რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს ახალი წლის დღეებში
1735563768
„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ ბრიფინგი გამართა, რომელზეც ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მიერ 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების შუალედურ ანგარიშზე ისაუბრა.
„მისასალმებელია ეუთო ოდირის შეფასება საქართველოში არსებულ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. საზოგადოებაც ხედავს, რომ წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტოდ მშვიდ და თავისუფალ, ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს, თუ არსებითი დარღვევების გარეშე, კონკურენტულ გარემოში ხორციელდება. დარღვევებს კი მხოლოდ იზოლირებული ინციდენტის სახე აქვს.
ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო პროცესი თავისუფალია ძალადობის, მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენების და სისტემური ხასიათის სხვა მანიპულაციებისგან უპირველესად ჩვენი ხელისუფლების მტკიცე ნებისა და ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების შედეგია“, - განაცხადა გორდულაძემ.