გოგა მანია 2025 წლის ზოდიაქოს ფავორიტ ნიშნებს ასახელებს
1749415059
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ახმეტაში - დაღუპულია ახალგაზრდა მამაკაცი. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ოჟიოში მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა განათების ბოძს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად მანქანაში მყოფი სამი ადამიანი დაშავდა. მათგან ერთი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
დაშავებულები ახმეტის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, სადაც მათ შესაბამისი კვლევები უტარდებათ. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები, პოლიცია და სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.