პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მინდა შეკითხვა დავუსვა ქალბატონ კელი დეგნანს - მომხრეა თუ არა ის საქართველოში მეორე ფრონტის, მომხრეა თუ არა სააკაშვილის გამოშვების და მომხრეა თუ არა რიგგარეშე არჩევნების - ამის შესახებ მუსიკოსმა გია გაჩეჩილაძემ „იმედი LIVE”- ში განაცხადა.
მისი თქმით, ერთ-ერთი სახალხო დამცველიც არის ამ კამპანიის შემადგენელი ნაწილი. კი ბატონო ეს მთლიანი დიდი კამპანიაა, რომელიც ისახავს თვითონ თქვა ამ ქვეყანაში რყევებს და უბედურებებს.
„ძალიან მაინტერესებს ამ 40 ათასი კაცის სახელით მინდა შეკითხვა დავუსვა ქალბატონ კელი დეგნანს მართლა მაინტერესებს ვფიცავ ყველაფერს. მომხრეა თუ არა ის საქართველოში მეორე ფრონტის, მომხრეა თუ არა სააკაშვილის გამოშვების და მომხრეა თუ არა რიგგარეშე არჩევნების. არ ვიცი, სახალხო დამცველი გერქვას და მარტო სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ფიქრობდე და გული გისკდებოდეს, და სხვა ადამიანები ვითომც არც ყოფილან პატიმრები და არც არასდროს არ იქნებიან, ისე იქცეოდე, ეს ხომ ადამიანმა ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს ყველამ ხომ ძალიან კარგად იცის, რომ ეს ასეა. ეს ხომ საზოგადოებამ ხალხმა ყველაზე უფრო კარგად იცის. და ვერაფერი თუ დღეს ეს ლაპარაკი, შიგნიდან ავრევთ, გარედან ავრევთ, ასე ფიქრობენ, ვერ არევენ, იმიტომ რომ გავლილი აქვს ხალხს 30 წლის განმავლობაში ეს ყველაფერი. იმ მდინარეში ისევ უკან არ დავბრუნდებით გამორიცხულია ეს ამბავი. გამორიცხულია და არც ჩვენ ქვეყანას არ ჩავითრევთ არანაირ ომში. ეს ვისაც როგორ არ უნდა უნდოდეს“- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.