ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს დიდი მოწიწებით გვინდა ვკითხოთ, თუ იცოდა მან, რომ პიტერ აკერმანი აქ ჩამოდიოდა, და რა მისიით ჩამოდიოდა. ძალიან მაინტერესებს მისი პასუხი, - ამის შესახებ „ქრონიკის ეთერში“ საზოგადოებრივი მოძრაობა „აი ია“-ს დამფუძნებელმა გია გაჩეჩილაძემ.
„მაინტერესებს, ხელისუფლების პასუხი რა იქნება - რატომ შემოუშვეს საზღვარზე და რატომ უწყობენ ხელს ამ ძალებს ამ დესტრუქციაში? ამხელა ისტორია გავიარეთ და ამ ყველაფერს ხაზი გადავუსვათ და ისევ დესტრუქცია, არეულობა და ხელისუფლების დამხობა ავირჩიოთ? არ დამთავრდება მაშინ ეს არასდროს. თუ ჩვენ მაშინ დავუჯერეთ უწმინდესს და გავჩერდით, როცა 100 000 კაცი იყო შეკრებილი, დღეს რატომ უნდა მოხდეს ეს? 10 000 კაცის ჭკუაზე უნდა იაროს მთელმა საქართველომ? საზოგადოება, რომელიც ჩვენი მოძრაობის დაფუძნებაზე იყო შეკრებილი, მინდა მივმართო, რომ ახლა ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ. ქვეყნის შიგნითაც და გარეთ ძალიან ბევრს უნდა, რომ ამ ქვეყანასაც ცეცხლი წაეკიდოს, იმიტომ რომ ხელისუფლების ძალით რყევა ცეცხლს ნიშნავს“, - აცხადებს გაჩეჩილაძე.
6-8 აპრილს Rooms Kokhta-ში „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციის შეკრება გაიმართა. „კვირას“ ინფორმაციით, ბაკურიანში გამართული შეხვედრის მთავარ საკითხს ხელისუფლების დამხობის გეგმის შემუშავება წარმოადგენდა, რაშიც რადიკალური ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი მონაწილეობდა (ხატია დეკანოიძე – „ნაციონალური მოძრაობა“, ბათუ ქუთელია – „დროა“, გიგა ბოკერია – „ევროპული საქართველო“, ზურაბ ჯაფარიძის „გირჩისა“ და პარტია „ლელოს“ წარმომადგენლები). შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მიშა მშვილდაძე ტელეკომპანია „ფორმულადან“ და „მთავარი არხის“ წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შეხვედრას გიორგი მშვენიერაძე და „სირცხვილიას“ აქტივისტები ესწრებოდნენ. ბაკურიანში არ მიიწვიეს არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომლებიც სააკაშვილის მიმართ ღია მხარდაჭერას არ გამოხატავენ. შეხვედრის ტრენერი და მოდერატორი ცნობილი პოლიტტექნოლოგი პიტერ აკერმანი იყო.