„საუკუნის ძარცვა“ ქართულად - 132 ოქროს ზოდის მოპარვის საქმე 15 წლის შემდეგ გაიხსნა
1741849662
სამების საკათედრო ტაძარში გრძელდება ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული, 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდი. პანაშვიდზე იმყოფებოდნენ პრემიერი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, მმართველი გუნდის და ოპოზიციის წევრები.
სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და "წითელი ჯვრის" თანამშრომლობით, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 6 პირის იდენტიფიცირება მოხერხდა. მათგან 5 სამხედრო, ერთი კი მშვიდობიანი მოქალაქეა. ოთხ მებრძოლს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. დანარჩენები კი ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე, რეგიონებში გადაასვენეს.
"დღეს ჩვენ ვემშვიდობებით ჩვენს გმირებს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი, თავისი სიცოცხლე გაიღეს სამშობლოსთვის. მე მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ უწყებას, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული მათ იდენტიფიცირებასა და გადმოსვენებაში", - აღნიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა.