„სანამ მკითხავთ, კარგ რამეს თუ ვხედავ… გეტყვით!“ - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1759838397
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2024 წლის 15 ნოემბერს, თბილისში, გამყრელიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა დაზარალებულის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც დაზარალებულმა დაზიანება მიიღო. ასევე საფრთხე შეექმნა ადგილზე მყოფ სხვა პირების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მიმალვაში მყოფი ბრალდებული 2025 წლის 30 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის "ბ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.