გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
1759845307
ხორვატიაში მოკვდა გველგესლა, რომელმაც მთვრალ კაცს უკბინა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
42 წლის შტეფ რადულიჩი სახლში საქმიანი შეხვედრის შემდეგ ბრუნდებოდა. კაცი ნასვამი იყო, გველგესლა ვერ შენიშნა და მასთან ძალიან ახლოს მივიდა. გველმა კაცს უკბინა. რადულიჩის თქმით, შემდეგ გველი ძალიან უცნაურად იქცეოდა - ქანაობდა, ორჯერ ხეს მიარტყა თავი. კაცმა ქვეწარმავალი ვეტერინართან მიიყვანა, მაგრამ გველის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ალკოჰოლის რაოდენობა გველში 5,1გრამი/კილოგრამზე იყო, რაც ამ სახეობისთვის მომაკვდინებელი კონცენტრაციაა.
რადულიჩის ორგანიზმზე კი გველის შხამს გავლენა არ ჰქონია. ექიმები ვარაუდობენ, რომ ალკოჰოლმა ტოქსინი გაანეიტრალა. კაცის თქმით, ის ახლა ექიმს ოფიციალურ ცნობას სთხოვს, რომ ის ალკოჰოლმა გადაარჩინა, რათა ცოლთან კამათი შეწყვიტოს.