მინდა, მივულოცო საქართველოს, გუშინ ჩატარებული არჩევნები იყო მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროპის პოლიტიკური ოჯახისკენ - რიჩარდ ჰენრიკ ჩარნეცკი

რიჩარდ ჰენრიკ ჩარნეცკი

უპირველეს ყოვლისა, მინდა, მივულოცო საქართველოს საზოგადოებას, რადგან ჩემი აზრით, გუშინ ჩატარებული არჩევნები იყო მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროპის პოლიტიკური ოჯახისკენ, ევროკავშირისკენ, რადგანაც პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული ბევრი განსხვავების მიუხედავად, ყველა პარტიამ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში შესვლას, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, რიჩარდ ჰენრიკ ჩარნეცკიმ განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო პროცესი იყო მშვიდი და ძირითადად სამართლიანი.

„მე მაქვს ინფორმაცია ზოგიერთ ინციდენტთან დაკავშირებით, მაგრამ მახსოვს, რა მოხდა ოთხი წლის წინ, და შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი პრობლემები იყო გაცილებით ნაკლები. მეორე მხრივ, მინდა, ვთქვა, რომ მე ვნახე ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც იდგა რიგში ხმის მისაცემად. ვხედავ, რომ საქართველო სარგებლობს დემოკრატიით. ამომრჩეველთა აქტივობა იყო ძალიან კარგი, თუ თქვენ ამ ციფრებს შეადარებთ ზოგიერთ დასავლურ ქვეყანას, საქართველო უკეთესად გამოიყურება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველთა რაოდენობა გასულ წლებთან შედარებითაც გაზრდილია. ეს კარგ გზავნილია ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი ჩართულია პოლიტიკაში და სურთ პოლიტიკურ ცხოვრებაზე ზემოქმედება. ახლა საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის სტაბილურობა და დასავლური სამყაროს ინტერესი. ევროკავშირის სურვილი ასევე არის ახლო ურთიერთობა საქართველოსთან. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება უნდა იყოს საქართველოსა და ევროკავშირის საერთო ინტერესებში. მე ყოველთვის ვეუბნები ჩემს კოლეგებს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფო მსოფლიოში. საქართველოს კულტურა და ისტორიული მემკვიდრეობა არის ევროპის ნაწილი.  გუშინ იყო ძირითადად მშვიდი ატმოსფერო“, – განაცხადა ჩარნეცკიმ.